ინფორმაციის შეგროვება და გამოძიება

საითინგ კომისრის მიერ ინფორმაციის შეგროვების და გამოძიების მიზანია მიაწოდოს და დაეხმაროს შეძლებისდაგვარად აკურატული ინფორმაცით შემდგომ სადისციპლინო პროცესს.

ინფორმაციის შეგროვებაში შესაძლოა სხადასხვა პიროვნებები იყვნენ ჩართულნი თუმცა, საითინგ კომისარის ჩართულობა და კოორდინირება ინფორმაციის მოძიების საუკეთესო საშუალებაა. აქტუალური ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება უშუალოდ საითინგ კომისრის მიერ ან მისი ლიეზონ ოფიცრის მიერ საითინგ კომისრის დისტანციურ რეჯიმში მუშაობისას. გუნდების მენეჯმენტს და სამედიცინო პერსონალსაც შეუძლიათ დახმარების გაწევა.

მატჩის ოფიციალურ პირთა რეპორტები აგრეთვე მნიშვნელოვანია ინფორმაციის შეგროვებისას. მსაჯის, დამხმარე მსაჯების ან ვიდეორეფერის მოხსენენბები შესაძლოა შეიცავდეს საითინგ კომისრისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

აქტიური კოორდინაცია უფრო ადვილს ხდის ინფორმაციის შეგროვებას, თუ ყველა შესაბამისი პიროვნებისთვის ცნობილია რა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საითინგ კომისარს.

მინიშნება საუკეტესო დრო ინფორმაციის შესაგროვებლად არის როდესაც გუნდები ჯერ კიდევ მინდორზე იმყოფებიან (შესვენება, თამაშის დასრულება). მინდვრის დატოვების შემდეგ ეს შესაძლებლობა უფრო რთულდება

ინციდენტების შემდგომი მყისიერი განცხადებები მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ უფრო მეტ ნდობას იმსახურებს, ვიდრე მოგვიანებით და შესაძლო უზუზსტოდ გაკეთებული განცხადება.