სასწავლო კურსის შესახებ

ამ სწავლების მიზანია დაეხმაროს საითინგ კომისრებს თავისი როლის შესრულებაში და უზრუნველყოფს პრაქტიკულ მხარდაჭერას, საითინგ კომისრის მატჩის წინა, მიმდინარე და შემდგომი პროცესებისთვის. კურსი შეიცავს ინფორმაციას სანქციებზე და დამხმარე მაგალითებს თამაშის წესების დარღვევების შესაფასებლად შესაბამის (წითელი/ყვითელი ბარათი) დონესთან მიმართებაში.

იმ შემთხვევაში, როდესაც ინციდენტი მოითხოვს საითინგ კომისრის მხრიდან გადამოწმებას და იმის გათვალისწინებას იმსახურებს თუ არა ინციდენტი საითინგს ან გაფრთხილებას, კურსი წარმოადგენს საითინგის ან გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სახელმძღვანელოს და შესაბამისი ფორმის(საითინგის/გაფრთხილების ფორმა) შევებისას საითინგის დასაბუთებისა და ტერმინოლოგიის შესახებ მაგალითებს.

ეს კურსი გამოყენებული უნდა იქნას:

  • საითინგ კომისრების ტრენინგისთვის
  • საითინგ კომისრების პროფესიონალური განვითარებისთვის
  • ეხმარება საითინგ კომისარს:
    • თამაშისთვის მომზადებაში,
    • დაკვირვებაში და განსჯაში თამაშის დროს და მის შემდეგ
    • შეცავს ინფორმაციას გადაწყვეტილებების კრიტერიუმების შესახებ.
    • საითიგში დარღვევის დასაბუთების ჩამოყალიბებაში

თამაშის შემდეგ საითინგ კოისარმა:

  • დადგენილი პროცესის მიხედვით ეტაპობრივად უნდა განიხილოს ინციდენტი
  • შეადგინოს მისი აღწერილობა
  • შეადაროს თამაშის წესებს ინციდენტის აღწერა და გადაწყვიტოს იყო თუ არა დარღვევა
  • გარკვევით ჩამოაყალიბოს დარღვევის სახე - სახიფათო ან შემთხვევითი
  • ჩამოაყალიბოს ხედვა, იმსახურებდა თუ არა დარღვევა წითელ ბარათს