დაწესებულება/ობიექტის მომზადება

ამ ნაწილში მოცემულია რჩევები კლუბების სავარჯიშო, რეაბილიტაციისა და შეხვედრების ადგილების (გუნდის დაწესებულება/ობიექტის) მომზადებისათვის PST შეზღუდვების პირობებში.

ინფიცირებულმა პირმა შეიძლება დააბინძუროს ნებისმიერი ზედაპირი უშუალო კონტაქტით ან წვეთების გავრცელების მეშვეობით. რისკის მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ზომების მიღებით.

ეს დოკუმენტი შეესაბამება ჯანმოს მითითებებს, რომლის თანახმადაც, ობიექტის დასუფთავება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, მისი გამოყენების შემდეგ. კლუბებს შეიძლება არ ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურად ჩაატარონ ამგვარი დასუფთავება, რაც გულისხმობს იმას, რომ კლუბების ობიექტები ხელმისაწვდომი არ იქნება, სანამ არ განხორციელდება დასუფთავება.

ვარჯიშსა და სავარჯიშო ობიექტებში ადრეული დაბრუნება დაექვემდებარება მნიშვნელოვან შეზღუდვებს მანამ, სანამ მოქმედებს PST ღონისძიებები. ადმინისტრატორებს დასჭირდებათ ბიუჯეტის შედგენა მნიშვნელოვანი დასუფთავების პროგრამების, ჰიგიენის ზომების, კონტაქტების მოძიების მოთხოვნებისა და საწყის ეტაპზე მცირე ჯგუფებით ვარჯიშის მართვის მოთხოვნებისთვის.(1,2,11)

მოთამაშეების, მწვრთნელებისა და პერსონალის დაბრუნებამდე, ადმინისტრატორები უნდა დაუკავშირდნენ COVID-19 მენეჯერს, რათა უზრუნველყონ:

  • რომ ნებისმიერი გატარებული ღონისძიება შეესაბამებოდეს ჯანმოს ან შესაბამისი საზოგადოებრივი უწყების პოლიტიკას.
  • რომ დაწესებულება/ობიექტი იქნეს „საფუძვლიანად გაწმენდილი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ორგანოს უახლესი მითითებების თანახმად.(11)
  • რომ დაწესებულება/ობიექტი განახლდეს ჰიგიენის სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის: განცალკევებული გასასვლელი და შესასვლელი ადგილები ხელის დასაბანი/სადეზინფექციო პუნქტებით, ხელის სადეზინფექციო საშუალებები განთავსებული მთელი დაწესებულება/ობიექტის მასშტაბით, წარმოდგენილი იქნეს შესაბამისი პირადი დამცავი საშუალებების კომპლექტის სათანადო მარაგი და განთავსებული იქნეს ინფორმაციის სათანადო ნიშნულები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ.
  • რომ შეიქმნეს ყველა ინდივიდუალური მონაცემის ჩაწერის შესაბამისი სისტემა იმის შესახებ, თუ ვინ შევიდა და ვინ გავიდა ობიექტიდან. ეს მონაცემები გააადვილებს კონტაქტის ძიებას და უნდა მოიცავდეს შემდეგს:
    • a. თარიღს b. ღონისძიების ადგილს c. სახელს და გვარს d. ტელეფონის ნომერს e. მონაწილეთა ელფოსტის მისამართს.
  • ყველა მონაცემის 1 თვის განმავლობაში შენახვის ნებართვას მონაცემების დაცვა ადგილობრივი მითითებების შესაბამისად.
  • რომ გამოყოფილი იქნეს იზოლაციის ადგილი იმ პირის ინდივიდუალური მართვისთვის, რომელიც შეუძლოდ გახდება დაწესებულება/ობიექტში.