მიმდინარე მომსახურების გეგმა

როცა ხალხი დაბრუნდება კლუბის/გუნდის ობიექტზე, მათ COVID-19 მენეჯერსა და ადგილობრივ ჯანდაცვის ორგანოებს შორის უნდა შეთანხმდეს ტექნიკური უზრუნველყოფის გეგმა, რათა დაიცვან PST ზომები და ჯანმოს მეთოდური რეკომენდაციები ჰიგიენის თაობაზე. ეს ზომები უნდა შენარჩუნდეს მანამ, სანამ არ იქნება ორმხრივი შეთანხმება, რომ აღარ არის საჭირო ამ ზომების გატარება. ეს გეგმა უნდა მოიცავდეს:

  • საფუძვლიანი გაწმენდის პროგრამა აღრიცხვის შესაბამისი მეთოდით.
  • შეძლებისდაგვარად, უფრო ხშირად უნდა გაიწმინდოს ყველაზე მეტი დატვირთვით გამოყენებული აღჭურვილობა და ხშირი კონტაქტის ზედაპირები.
  • გამოსაცვლელი ოთახებისა და საშხაპეების გამოყენება შეჩერდება თქვენი კლუბის შემდგომ გაფრთხილებამდე. ამ შეზღუდვების შემცირებები დარეგულირდება ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოს PST ღონისძიებების პოლიტიკის თანახმად.
  • კარები უნდა დატოვოთ ღია, ისე რომ სახელურების გამოყენება აღარ იყოს საჭირო (გარდა ხანძარსაწინააღმდეგო კარისა).
  • შეადგინეთ ადგილზე იზოლაციის ნათელი გეგმა, რომ მართოთ ადამიანის შეუძლოდ გახდომის შესაძლო შემთხვევები. ეს მოიცავს:
    • იზოლაცია წინასწარ გამოყოფილ ოთახში.
    • ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების შეტყობინება და ასეთი პირების სათანადო მართვა.
    • საჭირო ახლო კონტაქტების მონაცემების მიწოდება კონტაქტების კვალის დასადგენად.
    • იზოლაციის ადგილის გაწმენდა გამოყენების შემდეგ.
    • თუ დაწესებულება/ობიექტში მყოფი პირი დადასტურებულია როგორც ინფიცირებული ან პოტენციურად ინფიცირებული ადამიანი, დაწესებულება/ობიექტი საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს, როგორც ეს აღწერილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ორგანოს მიერ. არაა დაწესებულება/ობიექტის დახურვის მოთხოვნა, თუკი ამის გაკეთება არ არის საჭირო დასუფთავებისთვის. რეკომენდებულია, რომ COVID-19 მენეჯერი დაუკავშირდეს ადგილობრივ ხელისუფლებას და ჯანდაცვის უწყებებს, რათა იხელმძღვანელოს შესაბამისი ქმედებების დროს.