როგორ უნდა დაუბრუნდნენ ორგანიზაციები საშეჯბრო მატჩების თამაშს

ამგვარი ღონისძიებების წინასწარი დაგეგმვა კავშირის COVID-19 მენეჯერს, ადგილობრივ და სამთავრობო ჯანდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებს, კლუბისა და მოთამაშეთა წარმომადგენლებს შორის, უდნა მოიცავდეს რისკების შეფასებას ამ მოვლენებისთვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს მგზავრობის შესახებ შეთანხმებებს, სტადიონებს, სადაც გაიმართება თამაშები და ნებისმიერ სხვა რელევანტურ ინფორმაციას.

აქ სქემატურად არის გაწერილი მატჩების სათამაშოდ თანდათანობითი დაბრუნების გეგმა, რომელიც PST ღონისძიებების შემცირების პარალელურად მიმდინარეობს. როდესაც სოციალური დისტანცირება შემცირდება და დაშვებული გახდება ახლო კონტაქტი და 250-მდე ადამიანის საზოგადოებრივი თავშეყრა, მატჩის თამაში შესაძლებელი შეიქნება, მაგრამ მაყურებლებს არ ექნებათ დასწრების უფლება.

კავშირის COVID-19 მენეჯერს და შესაბამის მხარეებს კვლავ მოუწევთ რისკებისა და მგზავრობის მატების რისკების ფორმალურად შეფასება. მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ:

  • გასვლითი თამაშებზე მგზავრობა
  • საერთაშორისო თამაშებზე მგზავრობა