გასვლით თამაშებზე მგზავრობა

თავდაპირველად, სავარაუდოდ, ეს მცირე მანძილებზე მოხდება და სადაც შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ღამისთევით დარჩენა. კლუბის COVID-19 მენეჯერმა ან შესაბამისმა ოპერაციულმა ხელმძღვანელ(ებ)მა უნდა:

  • შეამციროს თამაშზე დამსწრეთა რაოდენობა და იგი დაიყვანოს მხოლოდ იმ პირებამდე, რომელთა დასწრებაც არსებითად მიიჩნევა (ჩვეულებრივ, თანხმდება კლუბსა და კავშირს შორის).საილუსტრაციო მაგალითი ჩართულ პირთა საჭირო რაოდენობისათვის მატჩის ჩასატარებლად მაყურებლების გარეშე შეგიძლიათ იხილოთ დანართ 3-ში;
  • როცა არის ამის პრაქტიკული შესაძლებლობა, მინიმუმამდე შეამცირეთ მგზავრობისა და სტუმრობის ხანგრძლივობა. მგზავრობა სასურველია ინდივიდუალური მანქანებით (თუ მგზავრი პირები უკვე ერთ სახლში არ ცხოვრობენ), მაგრამ თუკი მატჩზე წასვლა-წამოსვლა ავტობუსით ხორციელდება, ოფიციალურად მოაგვარეთ, რომ ავტობუსი სრულად გაიწმინდოს ყოველი მგზავრობის წინ და შემდეგ, მგზავრობის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში.
  • თუ საჭიროა სასტუმროში დარჩენა:
    • მოაწყვეთ ხელების დამუშავების პუნქტები (სათანადო პროდუქტებით/აღჭურვილობით), რომლებიც განთავსდება სასტუმროს შესაბამის ადგილებში, სასტუმროში ყოფნის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში;
    • უზრუნველყავით ყველა ოთახის „საფუძვლიანი გაწმენდა“ ჩასვლამდე და გამგზავრებამდე;
    • სადაც შესაძლებელია, მოაგვარეთ ინდივიდუალური ოთახები გუნდის ყველა წევრისთვის, უზრუნველყავით მთელი სამგზავრო გუნდისთვის სასტუმროს ერთსა და იმავე სართულზე განთავსება და ორგანიზება გაუწიეთ, რომ კვებისა და გუნდური შეხვედრებისთვის მთელი გუნდი შეიკრიბოს ხოლმე კერძო ოთახებში;
    • საკვების მომზადებისა და მიწოდების ორგანიზებისას დაცული უნდა იყოს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ზომები, მაგალითად, კვების დროების დაგეგმვა და საერთო ბუფეტის სტილის მომსახურებით სარგებლობის შეზღუდვა.