რა არის COVID-19 ინფექციის სიმპტომები?

  • როცა თავს შეუძლოდ გრძნობთ ან გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ტელეფონით უნდა დაუკავშირდეთ თქვენი გუნდის ექიმს ან ოჯახის ექიმის განყოფილებას და იხელმძღვანელოთ ადგილობრივი ჯანდაცვის მეთოდური რეკომენდაციებით. COVID-19-ის ზოგადი სიმპტომებია:
    • ცხელება (გაზომილი ან ცხელების შეგრძნება)
    • ხველა
    • ყელის ტკივილი
    • სურდო ან ცხვირის “გაჭედვა”
    • დაღლილობა
    • სუნთქვის უკმარისობა ან გართულებული სუნთქვა
    • კუნთების ტკივილი
    • ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა
    • კუჭის აშლილობა
  • მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ზოგადი სიმპტომები, ისინი შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ დაინფიცირებული ხართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გადასდოთ დაავადება თანაგუნდელებს, კოლეგებს ან ფართო საზოგადოებას.