რა ხდება, თუ შეხება მქონდა ინფიცირებულ პირთან?

  • ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, რომ ინფიცირებული პირის “ახლო კონტაქტებმა” (განმარტება იხილეთ ზემოთ) უნდა გაიარონ 14 დღიან კარანტინი, ათვლილი ინფიცირებულთან მათი კონტაქტის ბოლო დღიდან.(1)
  • თუ ღელავთ იმაზე, რომ ნებისმიერი ამ ზომათაგანი შეიძლება გეხებოდეთ თქვენ, მაშინ ტელეფონით უნდა დაუკავშირდეთ თქვენი გუნდის ექიმს ან ოჯახის ექიმის განყოფილებას და იხელმძღვანელოთ ადგილობრივი ჯანდაცვის მეთოდური რეკომენდაციებით. თქვენს ექიმს და COVID-19 მენეჯერს შეეძლებათ შემდგომი მითითებების მოცემა. ამიტომ, აუცილებლად აცნობოთ მათ თუ ეჭვობთ, რომ იყავით კონტაქტში ინფიცირებულ პირთან ან თუ აღგენიშნებათ რაიმე ახალი სიმპტომი.
  • თუ თქვენ ხართ “ახლო კონტაქტი”, მაშინ უნდა დარჩეთ სახლში თვითიზოლაციაში და თქვენ შესაძლოა ჩაგიტარდეთ ტესტირება ინფექციის გამორიცხვის მიზნით.
  • საყურადღებო ინფორმაცია: ტესტირებისა და საკარანტინო ზომების მეთოდური რეკომენდაციები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, თქვენ უნდა შეასრულოთ თქვენი გუნდის ექიმის, ოჯახის ექიმის ან COVID-19 მენეჯერის მითითებები.