რა ხდება მაშინ, როცა კლუბიდან ვინმე არის “საეჭვო შემთხვევა” – მე ვითვლები კონტაქტად?

  • თუ არ იცით როგორ მოიქცეთ, დაეკითხეთ თქვენი გუნდის ექიმს ან COVID-19 მენეჯერს, სანამ სავარჯიშო ან სათამაშო სივრცეში წახვიდოდეთ.
  • ყოველი საეჭვო შემთხვევა დაექვემდებარება ადგილობრივი ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებების მეთოდურ რეკომენდაციებს. თქვენი კლუბი ან კავშირი შესაბამისობაში იქნება მოყვენილი ამ რეკომენდაციებთან.
  • სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ მოძიებული იქნეს ყველა ინფიცირებული პირის (და ყველა მათთან პოტენციურად კონტაქტში მყოფის) კვალი, რათა ინდივიდუალური შემთხვევები არ გადაიქცეს კლასტერებად. თქვენმა კლუბმა უნდა აწარმოოს ყველა მოთამაშის და პერსონალის აღრიცხვა, ვინც ესწრება ვარჯიშებს ან მატჩებს.
    • ყველა შესაძლო ახლო კონტაქტის კვალის მოძიება წარმოებული იქნება ადგილობრივი ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებების მიერ.
    • ინფიცირებულ პირთან თქვენი კონტაქტის დონე განსაზღვრავს იმას, ჩაითვლებით თქვენ “ახლო კონტაქტად” თუ არა. ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებები.
    • თუ თქვენ მიჩნეული ხართ როგორც “ახლო კონტაქტი” თქვენ მოგიწევთ 14 დღიანი კარანტინის გავლა, ათვლილი კონტაქტის ბოლო დღიდან, და ასევე შესაძლოა მოგიწიოთ ტესტირება.
    • კარანტინის პერიოდში თქვენ უნდა დააკვირდეთ სიმპტომების განვითარებას. ეს მოიცავს ნებისმიერ სიმპტომს, განსაკუთრებით კი ცხელებას (გაზომილს ან ციებ-ცხელების შეგრძნებას) ან შემდეგი სიმპტომებიდან ერთს მაინც: ყელის ტკივილს, ხველას, სურდოს ან ცხვირის “გაჭედვას”, სუნთქვის უკმარისობას ან გართულებულ სუნთქვას, კუნთების ტკივილს, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვას, კუჭის აშლილობას.
    • ჰიგიენის ზომების დაცვა (აღწერილი ნაწილში: “რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ საფრთხის მიღმა დარჩეთ?”) ჩვეულებრივზე მეტად მნიშვნელოვანია.
  • თუ შეუძლოდ შეიქენით, თქვენ ამის შესახებ უნდა შეატყობინოთ გუნდის ექიმს, ოჯახის ექიმს ან COVID-19 მენეჯერს.
    • თქვენ მოგთხოვენ, რომ გადახვიდეთ თვითიზოლაციაში სახლში ან შესაბამის გარემოში.
    • უნდა უზრუნველყოთ ყოველი “ახლო კონტაქტის” ჩამოწერა, რომელთანაც იყავით შეხებაში დაწყებული 2 დღით ადრე სიმპტომების გამოვლენამდე ან COVID-19-ზე ტესტირების დადებით შედეგამდე. ამგვარად, შესაძლებელი იქნება მათთან დაკონტაქტება და მათი კარანტინში მოთავსება და/ან ტესტირება.