სკრინინგისა და ტესტირების როლი

ყოველდღიური კლინიკური სკრინინგი

სიმპტომების კითხვარის შევსებითა და ტემპერატურის გაზომვით შესაძლოა სიმპტომური შემთხვევების 60%-ის გამოავლენა.

  • კავშირებმა, შეჯიბრებებმა და კლუბებმა უნდა შეიმუშაონ ყოველდღიური სიმპტომების აღრიცხვის ოქმი, რაც სასურველია რომ შეივსოს სახლიდან გასვლამდე. თანდართულია დოკუმენტის ნიმუში (დანართი 1) და ყველაზე ეფექტური იქნება, თუ ჩაბარება მოხდება ონლაინ პორტალიდან, როგორიცაა „Google docs“ ან მსგავსი.
  • მეორე მხრივ, კომერციულად შესაძლოა მრავალი აპლიკაციის მოძიება სიმპტომთა შესამოწმებლად.
  • კლუბის ობიექტზე შესვლისას ტემპერატურის გაზომვა უნდა მოხდეს უკონტაქტო მეთოდით (დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად) და მისდევდეს დადგენილ პროტოკოლს. აღსანიშნავია, რომ თერმომეტრები მრავალნაირი ხარისხისაა.
  • მოთამაშეები ან არამოთამაშე პერსონალი, რომელთაც აღენიშნებათ სიცხე ან რაიმე სიმპტომი, არ უნდა დაესწრონ წვრთნას ან შევიდნენ ობიექტზე. ისინი უნდა დაუკავშირდნენ თავიანთი გუნდის ექიმს ან ოჯახის ექიმს ტელეფონით, რათა დაადგინონ მოქმედების საუკეთესო ფორმა.

PCR (პჯრ) ტესტირება (ტესტი, რომელიც გამოიყენება COVID-19 ვირუსის არსებობის დასადასტურებლად)

თუ სავარაუდოა, რომ პიროვნებას აქვს მწვავე COVID-19 ინფექცია, მისი ტესტირება შესაძლებელია ცხვირ-ხახის ნაცხის აღების მეშვეობით. ნაცხი გამოიყენება ვირუსის კულტივირებისთვის და იმის დასადასტურებლად, ინფიცირებულია თუ არა პიროვნება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ:

  • ეს ტესტირება არ არის სრულყოფილი, არის შეცდომის (ცრუ უარყოფითი) შემთხვევები.
    • უარყოფითმა ტესტმა შესაძლოა ვერ გამოავლინოს ინფექცია. და თუ მოთამაშე სიმპტომატურია, მიუხედავად ტესტის ნეგატიური პასუხისა, იგი უნდა იმართოს როგორც ინფიცირებული პირი.
  • დადებითი ტესტი ნიშნავს, რომ პიროვნება უნდა დარჩეს სახლში თვითიზოლაციაში.
  • ასევე უნდა შეფასდნენ ინფიცირებული პირის „ახლო კონტაქტები“ (განმარტებულია ზემოთ), დაწყებული ინფიცირებული პირის სიმპტომების გამოვლენიდან 2 დღით ადრე.

ანტისხეულებზე ტესტირება – ეს არის სისხლის ტესტი (აღებული თითიდან ან ვენიდან).

ეს ტესტი დამუშავების პროცესშია და მისი მიზანია ანტისხეულების (ორგანიზმის მიერ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოქმნილი ცილების) არსებობის შემოწმება იმ პირთა სისხლში, ვისაც შეხება ჰქონდათ ვირუსთან. ამ ტესტებს შეუძლია იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებსაც:

  • შეხება ჰქონდათ ვირუსთან და შესაძლოა, ჩამოუყალიბდათ იმუნიტეტი. თუმცა, ეს უნდა განისაზღვროს სამეცნიერო კვლევით.
  • ჯერ არ ჰქონიათ შეხება და არიან ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ.
  • ყველა ეს ტესტი დამოკიდებულია სამეცნიერო მტკიცებულებებზე, მათი ადგილობრივი ხელმისაწვდომობა და მათი როლი თქვენს ადგილობრივ ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებათა COVID-19-ის გეგმაში განსხვავებული იქნება სხვა ქვეყნებისაგან. თქვენი კლუბი იხელმძღვანელებს ადგილობრივი პოლიტიკის დოკუმენტებით. ამ ტესტების სანდოობას ჯერ კიდევ იკვლევენ.
  • მომავალში, რეგულარული ტესტირება (შესაძლოა, PCR და ანტისხეულების ტესტირება), სავარაუდოდ, იქნება ჯგუფური ვარჯიშის, თამაშისა და მგზავრობის შემადგენელი კომპონენტი. ტესტირების გამოყენების მხარდამჭერი მტკიცებულებები სწრაფად იზრდება და ამ დოკუმენტშიც მოხდება მათ შესახებ განახლება, როცა კი შეიქნება ამის საფუძველი.