აქტივობების განახლება
ვარჯიშის ხანგრძლივობა და ინტენსივობა განსხვავებული იქნება სხვადასხვა ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული ადგილობრივი პრაქტიკის შესაბამისად და უნდა შეთანხმდეს ფიზმომზადების სპეციალისტებს, სამედიცინო, სამწვრთნელო პერსონალსა და ასევე მოთამაშეებსა და მოთამაშეთა წარმომადგენლებს შორის, როგორც კავშირის, ისე კლუბის დონეზე.
რაგბის ვარჯიშების ჩაუტარებლობის ოთხ კვირაზე ხანგრძლივი დროის მონაკვეთის შემდეგ იქმნება ტრავმირების მნიშვნელოვანი რისკი, თუკი შეჯიბრების დაწყებამდე არ იქნა დაცული ფორმის აღმდგენი ფიზმომზადების პერიოდი.
რეკომენდებულია, რომ თითოეულ ტერიტორიაზე დაწესდეს საკმარისი დრო, რათა მოთამაშეებმა შეძლონ ძალების აღდენა ტრავმის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად.
მთავრობის მიერ საზოგადო ჯგუფურ ვარჯიშში დაბრუნების დაშვების შემდეგ კავშირები, შეჯიბრებები და კლუბები უნდა შეთანხმდნენ გუნდის ვარჯიშში დაბრუნებისთვის მომზადებისა და მისი დასრულების ინდივიდუალურ კომპონენტებზე. შესაძლოა, რომ ზოგიერთი მათგანი მოთამაშემ მიიღოს ინდივიდუალურად, იზოლაციის პირობებში, როცა არის ამის შესაძლებლობა.