ტურნირებზე მგზავრობა

მოწინააღმდეგე გუნდთან სათამაშოდ გამგზავრება გუნდისთვის დაკავშირებული იქნება მგზავრობასა და სასტუმროში შესაძლო დარჩენასთან ასოცირებულ რისკებთან. ეს უფრო მაღალი რისკია, ვიდრე სხვა მოთამაშეებთან კონტაქტი, რომელთაც გავლილი ექნებათ სკრინინგი და კარგად იქნებიან გაცნობიერებულნი ჰიგიენის საკითხებში. მნიშვნელობა ენიჭება ტრანსპორტირების გზებს: სადაც პრაქტიკულია, მოთამაშეებმა ინდივიდუალურად უნდა იმგზავრონ მანქანით.

ყველა მოთამაშე და პერსონალი სახლიდან გასვლამდე უნდა დარწმუნდეს, რომ არ აღენიშნებათ სიმპტომები და ტემპერატურა. თუ რამე გაშფოთებთ, უნდა დაუკავშირდეთ თქვენი გუნდის ექიმს ან COVID-19 მენეჯერს.

მგზავრობისას უნდა უზრუნველყოთ, რომ:

  • გაეცნოთ მთავრობის ყველა მეთოდურ რეკომენდაციას მგზავრობასთან და შესაძლო მგზავრობის შემდგომ კარანტინთან დაკავშირებით.
  • განაგრძოთ ჰიგიენისა და ხელების დამუშავების მეთოდების დაცვა სახლში და კლუბის ობიექტებზე;
  • საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ ინდივიდუალური ხელების სანიტაიზერები და ერთჯერადი ხელსახოცები;
  • გაცნობიერებული გქონდეთ თქვენი სიმპტომების ყოველი ცვლილება და COVID-19-ის ნებისმიერი შესაძლო ნიშნის გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ მოახდინოთ მისი შეტყობინება;
  • თუ მგზავრობისას მოთამაშე ან პერსონალის წევრი სიმპტომატური გახდა, იგი უნდა დაუკავშირდეს თავისი გუნდის ექიმს ან COVID-19 მენეჯერს. იმის გამო, რომ სხვადასხვა ქვეყნებში PST და საკარანტინო ღონისძიებების მართვა შეიძლება განსხვავდებოდეს, გუნდის მენეჯმენტმა უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი მეთოდური რეკომენდაციები, რჩევები და ინსტრუქციები იმ ტერიტორიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებების მხრიდან, იმის ჩათვლით, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს კლუბი/გუნდი საკუთარ სამშობლოში.