თამაშში ეტაპობრივი დაბრუნება (GRTP)

GRTP პროგრამა

ყველა მოთამაშე, რომელსაც აქვს საეჭვო ან დიაგნოსტირებული ტვინის შერყევა, უნდა მიჰყვეს თამაშში ეტაპობრივი დაბრუნების (GRTP) პროგრამას. იგი იწყება მოსვენების მინიმალური პერიოდის დასრულების შემდეგ და მოსვენებულ მდგომარეობაში სიმპტომების არ არსებობის პირობებში.

GRTP პრინციპია უზრუნველყოს, რომ აქტივობის დონის ზრდამ არ გამოიწვიოს ტვინის შერყევის სიმპტომების ხელახალი გამოვლინება. მოთამაშე შეიძლება გადავიდეს ახალ ეტაპზე ყოველ 24-48 საათში იმ პირობით, თუ მიმდინარე ეტაპი არ იწვევს სიმპტომებს. ტვინის შერყევის მართვაში ჩართული ყველა პირი ფხიზლად უნდა იყოს სიმპტომების ხელახალ გამოვლენასთან მიმართებაში.

GRTP პროგრამა მოიცავს ექვს ეტაპს:

  • პირველი ეტაპია რეკომენდებული მოსვენების პერიოდი;
  • მომდევნო ოთხი ეტაპი ვარჯიშზე დაფუძნებული შეზღუდული აქტივობებია;
  • მე-6 ეტაპი თამაშში დაბრუნებაა.

GRTP პროგრამის მიხედვით, მოთამაშეს შეუძლია შემდეგ საფეხურზე გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ აღენიშნება ტვინის შერყევის სიმპტომები არც მოსვენებულ მდგომარეობაში და არც GRTP-ის წინა ეტაპზე მიღწეული ვარჯიშების დონეზე.

თუ პროგრამის შესრულებისას რომელიმე ეტაპზე მოთამაშეს გამოუვლინდა რაიმე სიმპტომი, იგი უნდა დაბრუნდეს წინა საფეხურზე (ეტაპზე) და შეეცადოს პროგრესირებას მინიმუმ 24 საათიანი უსიმპტომო დასვენების პერიოდის გავლის შემდეგ.

მსოფლიო რაგბის რეკომენდაციების თანახმად ექიმი ან სხვა ავტორიზებული სამედიცინო პერსონალი უნდა მეთვალყურეობდეს GRTP პროცესს და ეტაპ 5-ზე გადასვლის წინ დაადასტუროს, რომ მოთამაშეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სრულ კონტაქტურ ვარჯიშში.

იმ შემთხვევაში, თუ ექიმთან ან სხვა ავტორიზებულ სამედიცინო პერსონალთან წვდომა შეუძლებელია, რათა მართოს GRTP პროცესის ყველა საფეხური, მოთამაშეს შესაძლოა მონიტორირება გაუწიოს მესამე მხარემ, მაგრამ GRTP-ს დაწყება არ შეიძლება მანამ, სანამ სიმპტომების ალაგებიდან არ გავა14 დღე. ვარჯიშების განახლებამდე მოსწავლეები და სტუდენტები უნდა დაუბრუნდნენ სკოლას და სრულ სასწავლო პროცესს.

ექსტრემალურ და იშვიათ შემთხვევებში, როცა მოთამაშე ვერ უკავშირდება ექიმს, რათა მიიღოს სრული კონტაქტური ვარჯიშების განახლების ნებართვა, მაშინ რაგბის კავშირმა უნდა აამუშაოს მექანიზმები, რათა უზრუნველყოს, რომ მოთამაშემ განაახლოს სრულ კონტაქტიანი ვარჯიშები მხოლოდ მაშინ, როცა ამის გაკეთება უსაფრთხო იქნება.

თამაშში ეტაპობრივი დაბრუნების (GRTP) პროტოკოლი

GRTP პროტოკოლის თითო ეტაპი მინიმუმ 24 საათს გრძელდება

ეტაპი რეაბილიტაციის ეტაპი ნებადართული ვარჯიშები მიზანი
1 მინიმალური მოსვენების პერიოდი სხეულისა და ტვინის სრული დასვენება სიმპტომების არ არსებობის პირობებში აღდგენა
       
2 მსუბუქი აერობული ვარჯიში მსუბუქი ძუნძული 10-15 წუთის განმავლობაში, ცურვა ან სტაციონარული ველოსიპედი დაბალიდან საშუალო ინტენსივობამდე. არაა დაშვებული რეზისტენტული ვარჯიში. სიმპტომების არ არსებობა სრული 24 საათის განმავლობაში გულისცემის სიხშირის მომატება
3 სპორტისთვის სპეციფიური ვარჯიშები სირბილი. არაა დაშვებული თავში კონტაქტი მოძრაობის დამატება
4 უკონტაქტო საწვრთნელი ვარჯიშები უფრო რთული წვრთნისკენ პროგრესირება, მაგ. პასების ვარჯიშები. შესაძლოა თანდათანობით მზარდი რეზისტენტული ვარჯიშების დაწყებაც ვარჯიში, კოორდინაცია და კოგნიტური დატვირთვა
5 სრული კონტაქტური ვარჯიში ნორმალური ვარჯიში თავდაჯერებულობის აღდგენა და მწვრთნელების მიერ ფუნქციური უნარების შეფასება
6 თამაშში დაბრუნება მოთამაშე რეაბილიტირებულია სრული გამოჯანმრთელება

GRTP-ის ეტაპების მაგალითები

ეს ვიდეო შეგიქმნით წარმოდგენას იმ ვარჯიშების ტიპებზე, რომლებიც მიესადაგება GRTP-ის თითოეულ ეტაპს.

აქ ჩანს მოთამაშის მწვრთნელი, რომელიც თვალყურს ადევნებს პროცესს.

 

დააჭირეთ "CC" - ს სუბტიტრების ენებისთვის