რაგბის პრინციპები

რაგბის საბაზისო პრინციპები დაკავშირებულია თამაშთან და საწვრთნელ პროცესთან, ასევე წესების შექმნასთან და მათ გამოყენებასთან.

ყოფა ქცევა

მოთამაშეებმა და მსაჯებმა უნდა დაიცვან ქცევის კოდექსი, ასევე კონტროლი და დისციპლინა თამაშის დროს.

 

სული

თამაში უნდა მიმდინარეობდეს დაწერილი და დაუწერელი კანონების დაცვით და ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა.

 

თამაშის მიზანი

ორი გუნდი თითოში 15 ან 7 მოთამაშე, უსაფრთხო გარემოში ცდილობს, პასის, ფეხით დარტყმის ან ბურთის წაღებით, რაც შეიძლება მეტი ქულა მოიპოვოს.

სხვადასხვა უნარების და ფიზიკური მოთხოვნილებების გამო ეს თამაში აძლევს შანსს, სხვადასხვა ზომა-წონის და უნარების მქონე ადამიანებმა ითამაშონ ერთად.

 

ბრძოლა და უწყვეტობა

ბურთისთვის ბრძოლა რაგბის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ბურთისთვის ბრძოლა გვხვდება ძალიან ხშირად, მაგალითად:

  • კონტაქტი
  • ღია თამაში
  • განახლებიდან: შერკინება, დერეფანი, ცენტრიდან დარტყმა.

 

ჯამი

ეს არის ის პრინციპები, რომელზეც რაგბის თამაში არის დაყრდნობილი და ეს პრინციპები ხდის ამ სპორტს განსხვავებულს. ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა გვიჩვენებს, თუ როგორ უკავშირდება ეს მსაჯობას.