წესების პრინციპები
პრინციპები, რომელზეც აგებულია რაგბის წესები, არის:
სპორტი ყველასთვის
წესები იძლევა საშუალებას სხვადასხვა ზომის, წონის, სქესის და უნარების ადამიანებმა, კონტროლირებად, სასიამოვნო და საპაექრო გარემოში მიიღონ მონაწილეობა.
პრინციპების შენარჩუნება
წესები რაგბის თამაშს უნარჩუნებს განსხვავებული სპორტის სახელს, შერკინებით, დერეფნით, განახლებებით, რაქით, მოლით ასევე ბურთისთვის ბრძოლით და უწყვეტობით.
სასიამოვნო და გასართობი
წესები იძლევა საშუალებას რაგბის თამაში იყოს სასიამოვნო მონაწილეებისათის და გასართობი მაყურებლებისათვის. წესების გამოყენებით მოთამაშეებს ეძლევათ შანსი სრულად გამოავლინონ თავიანთი უნარები და ფიზიკური შესაძლებლობები. იმასათვის, რომ ბალანსი ყოველთვის დაცული იყოს, რაგბის წესები მუდმივი დაკვირვებების ქვეშ არის და მუდმივად განიცდის ცვლილებებს.