ბავშვთა წვრთნა
კარგ მწვრთნელებს უნდა შეეძლოთ განავითარონ მოთამაშეების ტექნიკური, ტაქტიკური, გონებრივი, საყრდენ მამოძრავებელი, ფიზიკური და ცხოვრების სტილის შესაძლებლობები. ეს რესურსი იძლევა ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში.
ბავშვებისათვის რაგბის გაცნობა და მათი უნარების განვითარება ძალიან სასიამოვნო გამოცდილება შეიძლება იყოს ნებისმიერი მწვრთნელისთვის, მასწავლებლისთვის და მშობლისთვის. სწორი სასწავლო გარემოს შექმნა გადამწყვეტია იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ბავშვს ეძლევა საუკეთესო შესაძლებლობა უსაფრთხო გარემოში საკუთარი მაქსიმუმის მიღწევის. ახალგაზრდა მოთამაშეები არიან რაგბის მომავალი მეურვეები და მომავალი თაობის მოთამაშეები, ფანები, მსაჯები, ოფიციალური პირები და მოხალისეები ვინც ინარჩუნებს რაგბის ტრადიციებს ცოცხლად.
შედეგად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მოთამაშეები განავითაროთ არა მარტო რაგბის თამაშისთვის, არამედ რაგბის მეშვეობით. ამაში იგულისხმება თქვენი წვრთნის მიდგომის ადაპტაცია ისე, რომ იყოს ყოვლისმომცველი, რაც დაგეხმარებათ არა მარტო კარგი მოთამაშეების აღზრდაში, არამედ უკეთესი ადამიანების.