მშობლების როლი
გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება, დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ ვინ გახდება იგი. მშობლებს აქვთ ყველაზე დიდი გავლენა ამაში და ამიტომ მწვრთნელებმა უნდა დააფასონ ისინი და მათი პოზიტიური როლი, რომელიც მათ შეუძლიათ შეასრულონ ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებაში. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე წინადადება, რომელიც მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ, რათა დაეხმარონ მწვრთნელებს შვილების სარაგბო განვითარებაში. მწვრთნელებმა უნდა განიხილონ ეს წინადადებები მშობლებთან, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება.
თქვენი შვილის თამაშის / ვარჯიშის დაწყებამდე:
- დაეხმარეთ თქვენს შვილს მოამზადოს ჩანთა - ეს მათი პასუხისმგებლობაა და არა თქვენი, მაგრამ მან უნდა ისწავლოს ამის გაკეთება
- შექმენით ისეთი გარემო, სადაც წაახალისებთ ძალისხმევასა და ინიციატივის აღებას რაც განამტკიცებს მათ ჩართულობას - ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც ირჩევს რაიმეს გაკეთებას შეეცდება გააკეთოს ის კარგად, თუ მას ეს სიამოვნებს. ეს არის მოთამაშეებში ერთგულების განვითარების საფუძველი
- დაეხმარეთ თქვენს შვილს სწორად კვებაში - დაბალანსებული დიეტა ისეთივე მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის, როგორც ვარჯიში
- ჰკითხეთ თქვენს შვილს, აქვს თუ არა წყლის ბოთლი - საუკეთესო გზა, რათა მოთამაშეებმა საკმარისად დალიონ, არის მისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი სასმელი. ასწავლეთ თქვენს შვილს პასუხისმგებლობა აიღოს ამ მნიშვნელოვან ნივთზე!
- დაეხმარეთ თქვენს შვილს საკმარისად დაისვენოს
- დაეხმარეთ თქვენს შვილს სათამაშოდ წავიდეს და ივარჯიშოს პოზიტიური გონებით.
თქვენი შვილის თამაშის / ვარჯიშის დროს:
- შეაქეთ თქვენი შვილის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და იმ პროცესებისთვის, რომელიც მან გაიარა აქამდე. გაწეული ძალისხმევის შექება ხელს უწყობს ბავშვს უფრო მეტი იმუშაოს უნარზე, ხოლო შემძლობაზე ფოკუსირება ხელს უწყობს ბავშვს გააგრძელოს ის, რასაც აქამდე აკეთებდა!
- მიეცით მათ უპირობო მხარდაჭერა და გამხნევება
- გამოავლინეთ ბავშვთან ერთად ის, რისი სწავლაც მათ შეუძლიათ თამაშდან/ვარჯიშიდან და გამოიყენე ეს მის გაუმჯობესებაში
- დაკავშირდით მწვრთნელთან, რათა დაადგინოთ ის, თუ რითი შეგიძლიათ წახალისოთ თქვენი შვილი, ივარჯიშოს რაგბის კლუბის გარეთ.
თქვენი შვილის თამაშის / ვარჯიშის შემდეგ:
- შეაქეთ თქვენი შვილი მის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და იმ პროცესებისთვის, რომელიც მან გაიარა აქამდე. გაწეული ძალისხმევის შექება ხელს უწყობს ბავშვს უფრო მეტი იმუშაოს უნარზე, ხოლო ფოკუსირება შემზლეობაზე ხელს უწყობს ბავშვს გააგრძელოს ის, რასაც აქმდე აკეთებდა!
- მიეცით მათ უპირობო მხარდაჭერა და გამხნევება
- გამოავლინეთ ბავშვთან ერთად ის, რაც მას შეუძლია ისწავლოს თამაშიდან/ვარჯიშიდან და გამოიყენეთ ეს მის გაუმჯობესებაში
- ჩაერთეთ მწვრთნელთან, რათა დაადგინოთ ის, რაც რითიც შეგიძლიათ წაახალისოთ თქვენი შვილს, ივარჯიშოს რაგბის კლუბიდან მოშორებით.