წარმატებული მწვრთნელის განსაზღვრა

როგორც ბავშვთა რაგბის მწვრთნელი - როგორ განვსაზღვრავთ წარმატებას?

დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები და დაფიქრდით თქვენს პასუხებზე.

  • რატომ მოდიან მოთამაშეები ჩემთან და ამ კლუბში/სკოლაში/გუნდში გასაწვრთნელად?
  • რა არის ჩემი მოტივაცია ამ მოთამაშეების წვრთნისას?
  • როგორ განვსაზღვრო წარმატება, როგორც მწვრთნელი - რას ნიშნავს ეს ჩემთვის, რას ნიშნავს ეს ბავშვებისთვის?
  • მე ვარ ავტოკრატი (ლაპარაკზე ორიენტირებული) თუ მოთამაშეზე ორიენტირებული (კითხვების გამოყენებით) მწვრთნელი?
  • რამდენად მნიშვნელოვანია თამაშის შედეგი რომ იყო წარმატებული მწვრთნელი?
  • რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩემს გუნდში ყველა მოთამაშემ მიაღწიოს თავის პოტენციალს?
  • სად ვნახავ ჩემს მოთამაშეებს მომავალ წელს, ხუთ წელიწადში და ათ წელიწადში?
  • როგორ მოვამზადო ჩემი სამწვრთნელო ვარჯიში - რაზე გავეკეთო აქცენტი, ინდივიდუალური განვითარება თუ გუნდის განვითარება - აჭარბებს თუ არა ერთი მეორეს?
  • ვასწავლი თუ არა ჩემს მოთამაშეებს თამაშის ღირებულებებს და ვიცავ თამაშის სულს და ტრადიციებს, რაც რაგბის უნიკალურს ხდის?
  • უკუკავშირისას, არის თუ არა რაიმე რაც შემიძლია გავაკეთო ჩემს მწვრთნელობაში, რათა დავეხმარო ჩემი მოთამშეების განვითარებას?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას თქვენ უნდა შეგეძლოთ ჩამოაყალიბოთ თქვენი სამწვრთნელო ფილოსოფია - დააზუსტოთ თქვენი როლი და როგორ აპირებთ გაწვრთნათ თქვენი მოთამაშეები.