მსოფლიო რაგბის მოთამაშის გრძელვადიანი განვითარების მოდელი
მოთამაშის გრძელვადიანი განვითარება არის გრძელვადიანი მიდგომა რაგბიში ინდივიდუალური პოტენციალისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მგგ პრინციპი ხაზს უსვამს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მომუშავე მწვრთნელების მნიშვნელობას, რომლებსაც ესმით ბავშვებისა და ახალგაზრდების ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური, გონებრივი და ცხოვრების წესის საჭიროებები რაგბიში ჩართულობის დროს. მგგ უზრუნველყოფს მწვრთნელებს რათა წაახალისონ და მხარი დაუჭირონ მოთმაშეებს თამაშში მაქსიმალური პოტენციალის რეალიზებაში და სპორტში ჩართულობის შენარჩუნებაში.