მსოფლიო რაგბის ღირებულებები
რაგბის ღირებულებები ყოველთვის იყო: მონაწილეობის სიამოვნება; სიმამაცე და უნარები თამაშის მოთხოვნების შესაბამისად; გუნდური სპორტის სიყვარული, რომლიც ამდიდრებს ყველას ვინც ჩართულია; მრავალწლიანი მეგობრობის ფორმირება თამაშისადმი საერთო ინტერესის გაზიარებით.
რაგბის ინტენსიური ფიზიკური და სპორტული მახასიათებლების გამო და არა მიუხედავად, ასეთი დიდი ტრადიცია არსებობს თამაშის წინ და შემდეგ,. დიდი ხნის ტრადიცია თამაშის შემდეგ მეტოქე გუნდების მოთამაშეების ერთად თავშეყრა და სოციალიზაცია მოედნის მიღმა, რჩება ამ თამაშის მთავარ ღირებულებად.
რაგბიმ სრულად მოიცვა პროფესიული ეპოქა, მაგრამ შეინარჩუნა თამაშის ეთოსი და ტრადიციები. იმ ეპოქაში, სადაც ბევრი ტრადიციული სპორტული თვისება მცირდება ან თუნდაც გამოწვევების წინაშეა, რაგბი სამართლიანად ამაყობს თავისი სახასიათო ღირებულებებითა და სამართლიანი თამაშის პრინვიპების დაცვით.
რაგბის კავშირს აქვს ქცევის კოდექსი (წესდება - იხილეთ ქვემოთ) იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოთამაშეები, ოფიციალური პირები, კლუბის ადმინისტრატორები და მაყურებლები. თამაშში არსებული ფიზიკური დაპირისპირების გამო, ქცევის ეს კოდექსი მრავალი წლის განმავლობაში ვითარდებოდა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სათამაშო აგრესიის მოედანზევე აღკვეცა.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ის თამაშის ღირებულებები რამაც რაგბი აქამდე მოიტანა შენარჩუნებული და გავრცელებული იქნეს ახალგაზრდა მოთამაშეებში.
ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ მათ, ვინც მონაწილეობს სამწვრთნელო პროცესში, უნდა იმოქმედონ ქცევის კოდექსის ფარგლებში, რომელიც უნდა იყოს შეთანხმებული და ხელმოწერილი დაინტერესებული პირების მიერ.