მთავარი ფაქტორების ანალიზი

მთავარი ფაქტორების ანალიზი გამოარჩევს თამაშში საჭირო ყველა უნარს და შლის მათ შემადგენელ ნაწილებად. მოთამაშეებს რომ დავეხმაროთ თამაშში საჭირო უნარების სწორად შესრულებაში, ისინი უნდა აღიქვამდნენ უნარის მთავარ ფაქტორებს და მათ მიზნად უნდა ქონდეთ დასახული მათი შესრულება სწორი თანმიმდევრობით.

რა არის მთავარი ფაქტორების ანალიზი?

მთავარი ფაქტორების ანალიზი გამოარჩევს თამაშში საჭირო ყველა უნარს და შლის მათ შემადგენელ ნაწილებად.

მოთამაშეებს რომ დავეხმაროთ თამაშში საჭირო უნარების სწორად შესრულებაში, ისინი უნდა აღიქვამდნენ უნარის მთავარ ფაქტორებს და მათ მიზნად უნდა ქონდეთ დასახული მათი შესრულება სწორი თანმიმდევრობით.

მოთამაშეებს და მწვრთნელებს შეუძლიათ გამოიყენონ უნარების ეს შემადგენელი ნაწილები, რომ შედარებისთვის, კარგი პრაქტიკის ამოსაცნობად და ასევე ხარვეზების დასადგენად და გამოსასწორებლად. ის ამარტივებს მოთამაშესთან კითხვის დასმას, თუ როგორ ასრულებენ უნარის შემადგენელ ნაწილს მსოფლიო კლასის მოთამაშესთან შედარებით, რას აკეთებენ კარგად და რისი გაუმჯობესება ჭირდებათ. ეს შემადგენელი ნაწილები შემდეგ შესაძლოა გაუმჯობესდეს და მეტად განვითარდეს ვარჯიშში შესრულებული დამატებითი სამუშაოს ხარჯზე.

მარცხნივ აირჩიეთ სექცია, რომ მეტი გაიგოთ სხვადასხვა უნარის მთავარ ფაქტორებზე. თამაშში საჭირო უნარები გაყოფილია ინდივიდუალურ და ჯგუფურ სექციებად:

ინდივიდუალური უნარები

ყველა მორაგბე უნდა მიიღწვოდეს ინდივიდუალური უნარების კარგი დონისკენ, მიუხედავად მათი სათამაშო პოზიციისა. რაგბი არის შეჭრის (მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მოხვედრის) და არიდების (არ უნდა დაგიჭირონ) თამაში, სადაც მიზანია მოწინააღმდეგეზე მეტი ქულების გატანა. შედეგად, მოთამაშეს უნდა შეეძლოს ირბინოს ბურთიანად, ფლობდეს მას, დაარტყას ბურთს ფეხი, შეასრულოს ბოჭვა და შექმნას უწყვეტობა. ეს ინდივიდუალური უნარები ჩაშლილია მათ შემადგენელ მთავარ ფაქტორებად.

ჯგუფური უნარები

როგორც ინდივიდუალური უნარების ფლობა, მოთამაშეებს ასევე ჭირდებათ განავითარონ ჯგუფური უნარები სხვებთან ერთად მათი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე. ეს ჯგუფური უნარები ჩაშლილია მათ შემადგენელ მთავარ ფაქტორებად.