ბოჭვა მხრით - გვერდიდან

მბოჭავმა უნდა:
  • იქონიოს „მზერა ზემოთ“
  • შეინარჩუნოს ძლიერი, სტაბილური და დაბალი ტანის პოზიცია
  • სამიზნედ შეარჩიოს და კონტაქტი მოახდინოს ბურთიანის მენჯებზე
  • ხელები მჭიდროდ მოუჭიროს ბურთიანის ფეხების გარშემო, მიაწვეს (ამუშაოს) ფეხებით და ჩაიყვანოს ბურთიანი მიწაზე
  • გადაგორდეს, რომ დაასრულოს ბოჭვა ბურთიანი მოთამაშის ზემოდან
  • ხელი გაუშვას ბურთიან მოთამაშეს და სწრაფად წამოდგეს
  • იბრძოლოს ბურთის ფლობისათვის