მოლში თამაში

მოლის მიმდინარეობისას, ბურთიანმა მოთამაშემ უნდა:
  • იბრძოლოს, რომ შეინარჩუნოს წინსვლის ინერცია და ხელმისაწვდომი გახადოს ბურთი თანაგუნდელებისათვის
მიმყოლმა (მომსვლელმა) მოთამაშეებმა უნდა
  • დაეხმარონ ბურთიან მოთამაშეს, ეცადონ ბურთი გახადონ უსაფრთხო, მისი ამოგლეჯვის (ჩახსნის) ან მის მიღმა გადავლის ხარჯზე
  • ჩაებან უსაფრთხოდ და წესების დაცვით, თავით და მხრებით მენჯებზე მაღლა
  • უსაფრთხო და მძლავრი ტანის პოზიცის გამოყენებით ფეხების მუშაობასთან ერთად მიაწვნენ წინ
  • როდესაც დამატებითი დამხმარე მოთამაშეები მოვლენ, გადაადგილონ ბურთი, ან ბურთიანი მოთამაშე მოლის უკან
როდესაც ბურთი მოლის უკანა წერტილში აღმოჩნდება, ბურთიანმა უნდა ან:
  1. განაგრძოს ფეხების მუშაობით მიწოლა
  2. დატოვოს მოლი
  3. გადააწოდოს ბურთი (პასი გააკეთოს) თანაგუნდელს