უწყვეტობა - ბურთის ‘ცოცხლად’ შენარჩუნება
ყველა მოთამაშემ უნდა:
- იცოდეს, რომ კონტაქტი უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მცველების არიდება ან ბოჭვიდან ბურთის გადაწოდება (პასი) ვერ ხერხდება
- განაგრძოს ‘წინსვლა’ კონტაქტურ სიტუაციებში, შეინარჩუნოს წინსვლის ინერცია, ამადროულად იღწვოდეს მცველების დასაჯაბნად
- თუ ბოჭვა გარდაუვალია, აიძულოს მცველი შეასრულოს ბოჭვა გვერდიდან, იბრძოლოს, რომ დარჩეს ფეხზე და იმოძრაოს წინ, რაც მისცემს ბოჭვიდან პასის (*ოფლოუდის) შესრულების საშუალებას
- თუ ბოჭვიდან პასი (*ოფლოუდი) ვერ სრულდება, ჩავიდეს მიწაზე და გააკეთოს ბურთის პრეზენტაცია (ჩადება) თანაგუნდელებისათვის (შეძლებისდაგვარად შორს მოწინააღმდეგისაგან)
- მიყოლისას (დამხმარე მოთამაშის როლის შესრულებისას), დაცვითი საფრთხეებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება, მაგ. აიღოს ბურთი, გააკეთოს პასი, გაიყვანოს მცველები.