დაცვაში სირბილი
დამხმარე მოთამაშემ (მიმყოლმა) უნდა:
- დააკვირდეს მის წინ მყოფ შემტეც მოთამაშეებს, და გადაინაცვლოს სივრცეში მის დასაცავად
- მოახდინოს იდენტიფიცირება, თუ როგორ არის მოწყობილი შეტევა:
- სად არის მცველზე მეტი შემტევი
- სად არის პოტენციური აცდენა, მაგალითად ცენტრი ბურჯის წინააღმდეგ
- შეტევის ფორმაცია და სწორება - ბრტყლად, სიღრმეში, ვიწროდ თუ გაშლილები დგანან?
- მზერა იქონიოს მოწინააღმდეგეზე, ცვლილებაზე რეაქციის მიზნით
- კომუნიკაცია მოახდინოს შეტევის მოწყობაზე და ნაპრალებზე/აცდენაზე/სწორებაზე თანაგუნდელებთან
- გადააწყოს დაცვითი ფორმაცია სწრაფად, რომ ბურთიანს შეუზღუდოს არჩევანი
- დაამთხვიოს დაცვის სიგანე (გაშლა) შეტევის სიგანეს
- გადაადგილოს შედარებით ნელი მცველები კონტაქტის წერტილთან ახლოს
- მინიმუმამდე დაიყვანოს აცდენები
- მზად ყოფნისას წინ წავიდეს შეტევის შესაჩერებლად, შეასრულოს ეფექტური ბოჭვა და ეცადოს ბურთის ფლობის დაბრუნებას