მაქსიმალური აერობული სისწრაფე
როგორც ზემოთ ვიმსჯელეთ ეფექტური შესრულებისათვის აერობული ენერგიის სისტემის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც აერობული სისტემას ვანვითარებთ საწვრთნელი ვარჯიშების დაგეგმვისას მოთამაშის მაქსიმალური აერობული სისწრაფე(მას MAS) ფასეული მეტრიკაა(მონაცემია). მას განისაზღვრება როგორც მაქისმალური ჟანგბადის მოხმარება ან VO2 მაქსის გამოსავლენი მინიმალური საჭირო სიჩქარე .კვლევებმა აჩვენა რომ ერობული სისტემის განვითარებისას მთავარი სამწვრთნელო ფაქტორი არის VO2 მაქს–ის დონეზე ან მის ზემოთ წვრთნაზე დახარჯული დრო. მოთამაშეების ფიზიკურად მომზადებისას მას სახელმძღვანელო პროტოკოლის გამოყენებით მწვრთნელი უზრუნველყოფს რომ მოთამაშეები საკმარის სავარჯიშო დროს დახარჯავენ VO2 მაქსი–ის დონეზე ან მის ზემოთ რაც აერობული სისტემის შესრულების გაუმჯობესებას წარუძღვება წინ.2016 წელს სვაბიმ და კოლგებმა პროფესიონალი მოთამაშეების თამაშში მას–სა და გარბენილ მანძლს შორის კავშირი გამოიკვლიეს.მათ მას–სა და დაფარულ მანიძლს შორის ურთიერთკავიშირი დაადგინეს,რაც იმას მიანიშნებს რომ მას–ის ვარჯიშის მეშვებოთ გაუმჯობესება მოთამაშეს საშუალებას მისცემს რომ თამაშში უფრო მეტი მანძილი დაფაროს და ამის მეშვეობით საკუთარი სამუშაო მწარმოებლუობა/ინეტნსიობა გაზარდოს.
სურათი 11. კვლევებმა აჩვენა რომ რაც უფრო მეტია მოთამაშის მაქსიმალური აერობული სისწრაფის (მას) უნარი, მით მეტ მანძილს ფარავს ის თამაშის დროს(Swaby et al 2016).
მას–ის გასაზომად მრავალი ტესტი არსებობს და მის გაზომვა სხვადასხვაგვარი ვარჯიშის რეჟიმების გამოყენებით შეიძლება(სირბილი, ველოსპოედი ან ნავზე ვარჯიში). როდესაც ველოპსიდედზე ან ნავზე ვვარჯიშოთ მას–ის ცოდნა სასარგებლო შეიძლება იყო, სირბილის მასი თამაშის შესრულებისთვის ყველაზე სპეციფიურია.მასის გასაზომად რამოდენიმე განსხვავებული გზა არსებობს, მათ შორის საუკეთსოა სარბენ ბილიკზე VO2 VO2 მაქსის ტესტი გაზის ანალიზატორით რათა ზუსტი მინიმალური სიჩქარე დავადგინოთ, რომელზეც VO2 მაქსს მივაღწევთ. მაგრამ ეს გუნდების უმეტესობაში შეიძლება გამოსაგედი არ იყოს და ეს ტესტი ყველა მოთამაშის გასატეტსად ძალიან დიდი დროს წაიღებდა. უფრო მარტივი, მომხმარებლითვის მეგობრული მეთოდი, რომელსაც მრავალი მოთამაშის ერთდროულად დატევა შეუძლია არის დადგენილ მანძილზე დროის გამოცდა(time trial). მოთთამაშეები მარტივად რაც შეიძლება სწრაფად ფარავენ დადგენილ მანძილს და აქედან შეიძლება მას გამოვითვალოთ. მწვრთნელმა ისეთი მანძლი უნდა შეარჩიოს რომლის გარბენასაც 5–7 წუთი დასჭირდება. მასზე გავლენა მოთამაშეების სათამაშო დონემ და ფიზიკური მომზადების დონემ შეიძლება იქონიოს.
ავსტრალიური ფეხბურთის ლიგის (AFL) მოთამაშეების კვლევაში 2015 წელს ბელენჯერმა და კოლეგებმა გამოიკვლიეს თუ სხვადასხვა მანძლის გაზომის მას–ის დროს ტესტი კორელაციაში თუ იყო განცალკევებულ მოედნის ტეტის მას–თან. მათ დაადგინეს რომ 1200,1400, 1600,1800, 2000,2200 მ მანძილები ყველა კარგ თანაფარდობაში იყო განცალკევებულ მას–ის მოედნის ტესტთან, მაგრამ 2000 მ იყო საუკთესო ვარიანტი დროის გამოცდის მანძილთან. რაგბიში სირბილის მოთხოვნები უფრო ნაკლებია ვიდრე ავსტრალიურ ფეხბურთში და შესაბამისად უფრო ნაკლები მანძილი 1200–1600 მ უკეთესი ვარიანტი შეიძლება იყოს, რაც დამოკიდებულია მოთამაშეების ფიზიკური მომზადების დონეზე და შეიძლება სათამაშო პოზიციაზეც. სვაბის და კოლეგების 2016 წლის კვლევამ, რომელიც ზემოთ ვახსენეთ ,მათ გატესტეს მას 1200 მეტრის დროის გამოცდის მეშვეობით და ეს პროფესიონალ რაგბის მოთამაშეებში გამოიყენეს. ეს დადგენილი მანძილის დროის გამოცდა შეიძლება სარბენ ბილიკზე გავაკეთოთ ან თუ მწვრთნელს წვდომა სარბენ ტრეკზე ან მოედანზე აქვს რომლის პროპორციებიც ცნობილია სადაც ტესტი უნდა ჩატარდეს.
მას–ის დადგენილი მანძილის დროის გამოცდიდან გამოთვლა საკმაოდ მარტივია და შემდგომ მაგალითშია ნაჩვენები:
- მოთამაშემ 1200 მეტრი 5:03 წთ ირბინა
- 5:03 გადავიყვანოთ წამებში=303 წმ. 1200 გავყოთ 303–ზე
- ეს უდრის 3.96 მეტრს წუთში, ესაა მოთამაშის მას
- მეტრი წუთში რომ გამოვივალოთ 3.96 გავამრავლოთ 60–ზე(წამზე) მივიღებთ 237.6 მ/წთ
- კილომეტრი საათში რომ გამოვითვალოთ 237.6 გავამრავლოთ 60–ზე(წუთზე) რომ მივიღოთ 14.257.4 მეტრი საათში და შემგდგომ გავყოთ 1000 ზე(კილომეტრი) მივიღებთ 14,3 კმ/ს
- ახლა მწვრთნელს მოთამაშის მას მ/წმ–ში, მ/წთ–ში და კმ/სთ–ში აქვს ეს ყოველი შეიძლება გამოვიყენოთ ფიზ. მომზადების პროტოკოლის გამოწერისას.
ბეიკერმა და ჰივიმ 2015 წელს რაგბის 7 კაცის საერთაშორისო დონის მოთამაშეთათვის ამოიცნეს/დაადგინეს მას–ი როგორც 4.26 მ/წმში მაშინ როცა სვაბიმ და კოლგებემა დაადგინეს 4 და 5 მ/წმ ში შორის დიაპაზონი პროფესიონალი მორაგბეებისთვის.