მდედრების გატესტვა და ვარჯიში– სპეციალური გასათვალისწინებელი
ზოგადად მდედრი მორაგბეც წვრთნის იგივე პრინციპებს და მეთოდებს ემორჩილება როგორც მამრი მოთამაშე. როგორც აღვნიშნეთ ეს პრინციპები ადაპტაციას. პროგრესულ გადატვირთვას, ხელისშეშლას, შექცევადობას, აღდგენას და ინდივიდუალიზაცია შეიცავს. შესაბამისად იგივე მიდგომა წვრთნისადმი, სიხშირე, ინტენსიობა და აღდგენა შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგრამ ის პირველადად დაფუძნებული უნდა იყოს ათლეტის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე და უწინარეს ყოვლისა თამაშის მოთხოვნებზე. ამავე დროს მდედრ ათლეტს ასევე აქვს ჰორმონების უნიკალური პასუხი ვარჯიშზე რომელიც ვარჯიშზე რეაგირებაზე იქონიებს გავლენას. ფიზ. მომზადების მწვრთნელმა უნდა იცოდეს ამის პრაქტიკული მნიშვნელობა/არსი მაგრამ ამ თემაზე უფრო ღრმა საუბარის სცდება ამჟამინდელი მეორე დონის ფარგლებს.
ამას დამატებით მდედრ ათლეტს უფრო მეტი მიდრეკილება ასევე შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ტრავმების მიმართ როდესაც მათ მამარ ათლეტებს ვადარებთ. მაგალითად კვლევებმა არაერთხელ აჩვენა რომ მდედრ ათლეტებს უფრო მეტი რისკი აქვთ მუხლის ტრავმისა ვიდრე მამრ მოთამაშეებს.კომინსმა 2019 წელს გვაუწყა რომ მუხლის ტრავმების ინციდენტი მდედრ მოთამაშეების მიერ მიღებული ყველა ტრავმების 18 % იყო მაშინ როცა მათი მამაკაცი კოლეგების მუხლის ტრავმების ინციდენტი 11 %. ამას დამატებით ჯვარედნ მყესთან დაკავშირებული მუხლის ტრავმების ინციდენტები ორმაგი იყო მამაკაცებთან შედარებით. ნებისმიერ საწვრთნელი პროგრამისა სტრვამების ეს რისიკი მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ. ვარჯიშები რომლებიც ყურადღებას დინამიური ბალანსზე და ქვედა კიდურის წყობაზე ამახვილებს, განსაკუთრებით დახტომის აქტივობებისას კვლევებმა აჩვენა რომ ისინი ეფექტურია ფოკუსია ორივე , ტრავმების რისკის შემცირების გახურების ინტრერვენციებში და მაშინ როცა ისინი საწვრთნელ პროგრამაში გამოიყენება.(Hislop et al 2017; Myer et al 2008). ამას დამატებით როგორც დინამიურ ტესტების ნაწილში აღვწერეთ, ახტომის აკეცვით ტესტი შეიძლება გამოვიყენო მდედრ ათლეტებზე პროგრესის მონიტორინგისთვის არამხოლოდ დახტომის ფაზისას არამედ ეს ტესტი ასევე როგორც საწვრთნელი ვარჯიში ისე შეიძლება გამოვიყენოთ, რათა დავადგინოთ და განვავითაროთ უეკეთესი, უფრო ეფექტური დახტომისა და ახტომის მექანიკა. ეს ტესტი მარტივი საიმედო და ვალიდურია სხვადასხვა დროს ჩასატარებლად როგორც წინა სასეზონო და ასევე სეზონის დროს. ამ ტესტის ჩატარების შესახებ დაწვრილებით იხილე შესაბამისი განყოფილება.
სურათი 5:მუხლის ვალგუსი