თეძოს შიდა და გარე ტრიალის მოძრაობის დიაპაზონის ტესტი

თეძოს შიდა და გარე ტრიალის შეფასება დაგვეხმარება იმის დადგენაში მოთამაშეს თუ აქვს

  • თეძოს მიდამოში ნორმალური მოძრაობის დიაპაზონი
  • თეძოს მიდამოში შეზღდული მოძრაობის დიაპაზონი

პროცედურა

აქ თეძოს გარე და შიდა ტრიალის შეფასებას გულაღმა პოზიციაში წარმოგიდგენთ. რეიმანის და მანსკეს 2009 წ ტესტის ადმინისტრირების მიხედვით მოთამაშე იატაკზე გულაღმა წევს, ერთი ფეხი გაშლილი აქვს და მეორე კი მუხლში 90 გრადუსზე მოხრილი.

როდესაც ამ ტესტს წარვმართავთ, მნიშვნელოვანია საწყისი საბაზისო ხაზის პოზიციის დადგენა , რომელიც სხეულის შუახაზის პარალელურია და ის სურათში შავი ხაზითაა ნაჩვენები მოთამაშის თეძოს გასწვრივ სურათი 1 ა და 1 ბ. შემდგომში ტესტის ჩამტარებელს ამ ხაზის დამოწმებით/გამოყენებით შეუძლია ტრიალს გრადუსების შეაფასოს/გამოთვალოს ან უმჯობეს შემთხვევაში კი გონიომეტრის გამოყენებით მოიპოვოს უფრო ზუსტი ზომები. შიდა ტრიალის მოძრაობის დიაპაზონის გასარკვევად , გულაღმა მწოლიარე მოთამაშის ქვედა კიდურის წვივი და ტერფი რაც შეიძლება შორს გავიტანოთ გარეთ ისე რომ დისკომფორტში არ გადავიდეს როგორც სურათ 1 ა–შია ნაჩვენები. გულაღმა მწოლიარე პოზიციაში გარეთ ტრიალის მოძრაობის დიაპაზონის დასადგენად მოთამაშის ფეხის ქვედა ნაწილი და ტერფი სხეულის და მეორე ფეხის გადასწვირვ დავატრიალოთ ისე როგორც სურათ 1 ბ–შია ნაჩვენები.

. სურათი 1ა. შეზღუდილი მ/დ მაგალითი თეძოს შიდა ტრიალში. შენიშვნა ნორმალური შიდა ტრიალის მ/დ არის 35–40 გრადუსს შორის. ქვემოთა მაგალითში კი ტრიალი არის 28 გრადუსი.

სურათი 1ბ. თეძოს გარე ტრიალის შეზღუდული მ/დ მაგლითი. შენიშვნა ნორმალური გარე ტრიალის მ/დ არის 50–60 გრადუსს შორის. ქვემოთა მაგალითში კი ტრიალი არის 45 გრადუსი.

 

მტკიცებულება

2002 წლის სარმანის კვლევის მიხედვით შიდა ან გარე ტრიალში შეზღდუვა მრავალ მოთამაშეში შესრულების დამაბრკოლებელი შეიძლება იყოს და ის ამავე დროს ტრავმისკენ მიმდრეკელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს. თეძოს ნორმალური ტრიალის ქონა საშუალებას გვაძლევს რომ თეძოს მიდამოში დაუბრკოლებელი მოძრაობა გვქონდეს. თამაშისა და ტაქტიკური ვარჯიშისას მოთამაშე თეძოს შიდა მხარეზე მარავალჯერადად დაატრაილებს საწინააღმდეგო ფეხის გადასწვრივ. მაგ. დარტყმისას ,ფინტისას და ანაც ზოგადად დაატრაილებს ან გარეთ მხარეს დაატრიალებს მობრუნების დროს. დადგენილია რომ თეძოს შიდა მხარეს ტრიალის შეზღუდვა რამოდენიმე სპორტულ პოპულაციაში რეტროსპექტულად ან მოსალოდნელადაა(პროსპექტულად) ასოცირებულია ტრავმასთან.მაგალითად ვადმა და კოლეგებმა 2004 წელს კავშირი შენიშნეს წელის ტკივილსა და თეძოს მოძრაობის დიაპაზონის დეფიციტში. სხვა ავტორებმა ისეთი როგორიცაა მარი 2009 წელს ასევე შენიშნეს კავშირი თეძოს ტრიალის დიაპაზონის მოძრაობაში და წელში, ქრონიკულ საზარდულის ტრავმაში და თეძოს მომზიდველ კუნთის მწვავე დაჭიმულობაში.

თეძოს შიდა და გარე ტრიალის მოძრაობის დიაპაზონის გამოსასწორებელი ვარჯიშები

ეს ტესტი მწვრთნელს საშუალებას აძლევს რომ ამოიცნოს, მოთამაშეს თუ ესაჭიროება მის შიდა ან გარე ტრიალზე ან ორივე მხარეზე მუშაობა იმისთვის რომ მისი მოძრაობის შესაძლებლობა გააუმჯობესოს. ქვემოთ ზოგიერთი გამოსასწორებელი ვარჯიშია მოცემული რომლებიც მოთამაშეებთან შეიძლება გამოვიყენოთ რათა ისინი მოთამაშეებს თეძოს შიდა ან გარე ტრიალის გაუმჯობესებაში დაეხმარონ.

თეძოს შიდა მხარე ტრიალის გასაუმჯობესებლად:   

 რეზინით შიდა მხარეს ტრიალი და გაწელვა

  • მოთამაშე რეზინას შტანგის სადგარზე ან რაიმე დამაგარებულ გამოსაბმელ ადგილზე აბამს
  • რეზინასთან მიმართებაში გვერდულად ზის და ფეხების წინ აქვს გამართული
  • გარე მუხლზე წამოიცვამს რეზინას და მუხლს ისე მოხრის რომ ტერფი მიწაზე დადგას
  • სადგარიდან გარეთ იწევა რათა რეზინის დაძაბულობა გაზარდოს
  • ისე რომ ტერფი მიწაზე ედგას მოთამაშე რეზინას საშუალებას აძლევს რომ მუხლის შტანგის სადგარისკენ მოქაჩოს შიდა მხარეს ტრიალში
  • თითო ჯერზე გაწელვას 30 წამს ინარჩუნებს

შინაგანი მობილიზაცია

  • მოთამაშე იატაკზე მოხრილი მუხლებითა და ტერფებით მიწაზე დალაგებული ზის
  • მარჯვენა მუხლის შიდა მხარე მარცხენა ფეხს/ტერფის ძირთან მიაქვს
  • ზუსტად იგივეს მეორე ფეხზე იმეორებს იგივე სახით
  • მოძრაობის განმავლობაში მოთამაშე ცდილობს რომ მჯდომარე პოზიციაში გამართული იყოს
  • თითო ჯერზე გაწელვას 30 წამს ინარჩუნებს
თეძოს გარე მხარეს ტრიალის გაუმჯობესება:

დამჯდარი 4 იანი ფიგურის გაწელვა(მარჯვენა თეძო)

  • მოთამაშე სკამზე ან სავარძელში ზის და მის მარჯვენა კოჭს მარცხენა მუხლზე გადაიდებს
  • მის მარჯვენა მუხლს დაბლა დააწვება მანამ სანამ გაწელვას არ შეიგრძნობს
  • იგივე მარცხენა კოჭის მარჯვენა მუხლზე დადებით იმეორებს და მარცხენა მუხლს დააწევბა დაბლა
  • უფრო ღრმა გაწელვისთვის მოთამაშე წინ გადმოიხრება თეძოს არეში და ზედა ტანი წინ გადმოვა
  • ამ პოზას 30 წამი ინარჩუნებს თითო ჯერზე

მტრედის გაწელვა

  • მოთამაშე აჭიმვის პოზიციაში იწყებს
  • ერთ ფეხი ზედა ტანის ქვეშ შემოაქვს და ცდილობს რომ ფეხი რაც შეიძლება მეტად იყოს სხეულთან პერპენდიკულარულ მდგომარეობაში
  • დაბლა ეშვება და იატაკზე მანმამ სანამ გაწელვას იგრძნობს
  • უფრო ღრმა გაწელვისათვის ხელები სხეულის წინ გააქვს
  • ამ პოზას 30 წამი ინარჩუნებს თითო ჯერზე