ვარჯიშების რაოდენობა
ვარჯიშების რაოდენება ნიშნავს ერთ საწვრთნელ ვარჯიშში გაკეთბულ სავარჯიშოების ოდენობას. არ არსებობს რაიმე დადგენილი წესი იმის შესახებ რომ საწვრთნელ ვარჯიშში რომ ეფექტური იყოს თუ რამდენი სავარჯიშო უნდა იყოს ჩასმული..ვარჯიშების რაოდენობა დამოკიდებული შეიძლება იყოს მრავალ ფაქტორზე, ისეთები როგორიცაა საწვრთნელი მიზანი, მოთამაშის საწვრთნელი ასაკი, სავარჯიშო დროის რაოდენობა,საწვრთნელი მეთოდები და აშ. წინაღობებით ვარჯიშის დამწყებს შეიძლება უფრო მეტი მრავალფეროვნება და მეტი ვარჯიშის რაოდენობა ჰქონდეს ერთ ვარჯიშში. ეს მწვრთნელს საშუალება აძლევს რომ სხეულს ანატომიური ადაპტაციის ფაზაში ფართო და მრავალფეროვანი სახის საწვრთნელი დატვირთვის სტიმულის მისცეს.
საწვრთნელი ასაკის მატებასთან ერთად“ნაკლები მეტიას“ მიდგომა ხშირად გამოიყენება ვარჯიშების რაოდენობასთან მიმართებით. ერთ ვარჯიშში სავარჯიშოების მცირე რაოდენობა მოთამაშეს საშეალებას აძლევს რომ აწევებისა სყურადღება უფრო მეტად გაამახვილოს ტექნიკაზე. ვარჯიშების რაოდენობამ თავის წილი ასევე შეიძლება ითავაშოს ვარჯიშის დროზე და ქმედითობაზე. სავარჯიშოების დიდმა რაოდენობამ ვარჯიშის დასრულება შეიძლება გაწელოს და ეს იდელაური ან მიღწევადი შეიძლება არ იყოს საწვრთნელ გარემოში.
ქვემოთ მოცმეული ვარჯიშები გვაჩვენებს ორ, ძალისა და სიმძლავრის საწვრთნელ ვარჯიშს, ერთი სეზონის დროისთვისაა განკუთვნილი მეორე კი სეზონის წინა დროისთვის.ორივე ვარჯიში ძალისა და სიმძლავრის განვითრებისა და შენარჩუნებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ.
სეზონის დროს ვარჯიშში სავარჯიშოების რაოდენობა მცირეა რათა ქმედითი, სწრაფი საწვრთნელი სტიმული მოგვცეს,იმისთვის რომ ძალისა და სიმძლავრის დონე შევინარჩუნოთ. სეზონში ყოფნის გამო საწვრთნელი მოცულობა მცირეა და ზედემტი დაღლილობის შემცირების სურვილიდან გამომდინარე.
სეზონის განმავლოპბაში ძალისა და სიმძლავრის ვარჯიში | ||
ვარჯიში | სერია | გამეორება |
ყუთზე შეხტომა | 4 | 3 |
ბუქნები | 5 | 2 |
რუმინული ამოწევა | 4 | 6 |
სეზონის წინა ვარჯიშში ვარჯიშების რაოდენობა უფრო მეტია.მოთამაშეებს უფრო დიდი მოცულობით შეუძლიათ ივარჯიშონ რადგანაც აქ ნაკლებად გვაქვს საფიქრალი/საზრუნავი დაღლილობის მიერ თამაშში შესრულების გაველანზე.
სეზონის წინა ძალისა და სიმძლავრის ვარჯიში | ||
ვარჯიში | სერია | გამეორება |
პოგოები | 3 | 10 |
ყუთზე შეხტომა | 3 | 4 |
ღერძით ბუქნხტომი | 4 | 3 |
ბუქნები | 5 | 3 |
რუმინული ამოწევა | 3 | 8 |
მკვდარიხოჭო | 4 | 12 |
ჩემოდნის ტარება/წაღება | 3 | 2 წრე |