ათლეტის გრძელვადიანი განვითარება
ეს მოდული ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ მოთამაშეები გრძელ ვადიან პერიოში, დაწყებული ბავშვობიდან დასრულებული მოზარდობამდე. მოთამაშის დროში განვითარების გათვალისწინებით, მწვრთნელი მათ პოტენციალის მაქსიმიზებაში უნდა დაეხმაროს. დარწმუნდეს, რომ ისინი მოცემულ მომენტში ფიზიკურად მზად არიან თამაშისათვის და შეუქმნას ფიზიკური მომზადების ისეთი საფუძვლები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს რომ მომავალშიც ითამაშონ.
ამ ნაწილში მოთამაშის ზრდისა და მომწიფებს ფიზიოლოგიური ფაქტორებზე ვისაუბრებთ, ასევე შევეხებით სხვაობას ქრონოლოგიურ და ბიოლოგიურ ასაკებს შორის. ეს მწვრთნელს დაეხმარება წვრთნისას ბავშვების ფიზიოლოგიური გამოწვევების უკეთსი გაგებაში. ეს მოდული ასევე შეეხება მოთამაშის გრძელვადიანი განვითარების სტრუქტურას, რომელიც სპორტის მრავალ სახეობაში უკვე საყოველთაოდაა მიღებული და ის ასევე გაამახვილებს ყურადღებას ამ სტრუქტურის პირველ ეტაპებზე, რომელიც სპორტში ბავშვების ფიზიკურ განვითარებასთანაა დაკავშირებული.
მოდულის ბოლოს მწვრთნელმა უკეთ უნდა იცოდეს ბავშვების ფიზიკური განვითარების პრაქტიკული და თეოიული საკითხები და ის თუ როგორ ითამაშონ ბავშვებმა რაგბი.