ფეხის თითების შეხება

ფეხის თითების შეხება/მიწვდომა სინჯავს თეძოს, ხერხემლის წელის ქვედა კუნთების და ფეხების მოხრას. ფეხის თითების მიწვდომა რომ გავაკეთოთ, მწვრთნელი ბავშვს ფეხებით ერთად აყენებს, ფეხის თითები წინაა მიმართული. შემდგომ ბავშვი თეძოებში წინ იხრება და ცდილობს ხელის თითების წვერებით ფეხის თითების წვერებს შეეხოს ისე, რომ მუხლებში არ მოიხაროს. სკრინინგის მოწყობისა და შესრულების გზა ქვემოთ მოცემულ ვიდეოშია ნაჩვენები.

ფეხის თითების მიწვდენის ტესტის შესაფასებლად თითოლეულ მომდევნო მოქმედებას მწვრთნელი ერთ ქულას აძლევს:

  1. მოხრის დროს ხდება წონის უკან გადატანა
  2. ხერხემალი გვერდზე არ იხრება
  3. გამართული მუხლებით ხელის თითები ფეხის თითებს ეხება
  4. აჩვენებს ხერხემლის მოხრის ერთგვარობას.(სიმეტრიული მოხრა )