15 წლამდე (ასაკი 13-15 წელი)

აქტივეიტის 15 წლამდე ვერსია შეიძლება იქნეს გამოყენებული 13-დან 15 წლამდე მოთამაშეების მიერ, როგორც სავარჯიშო პროგრამა, ასევე მატჩის წინ მოსათელი რუტინის ნაწილი.

პროგრამის შესასრულებლად დაახლოებით 15-იდან 20 წუთამდეა საჭირო.

პროგრამა შედგება ოთხი დონისაგან, რომელთა განვითარებაც ხდება მაშინ, როდესაც მოთამაშეები შეძლებენ სავარჯიშოების შესრულებას კარგი კონტროლით, წონასწორობით და ტექნიკით. უმეტეს მოთამაშეს ამის მისაღწევად ოთხიდან რვა კვირამდე სჭირდებათ. სავარჯიშოები ისეა შედგენილი, რომ დონიდან დონეზე გადასვლისას გამოწვევა გაიზარდოს, რაც მოთამაშეების ფიზიკურ შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.

მწვრთნელებმა სასურველია დამახსოვრონ „აქტივეიტის ძირითადი 8“ სამწვრთნელო მინიშნებები, და გამოიყენონ ისინი, რომ მოთამაშეებს სავარჯიშოების კარგი ტანის პოზიციით და კონტროლით შესრულება ასწავლონ. ეს მინიშნებები მოიცავს:

  • თავი ბუნებრივ მდგომარეობაში/თავი აწეული
  • მკერდი მაღლა
  • ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
  • მხრები მენჯების დონეზე
  • გამაგრებული შუატანი
  • მოდუნებული მუხლები
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მუხლი ტერფს ზემოთ