ნაწილი ბ

წონასწორობის სავარჯიშოები მოძრაობის კონტროლისა და ქვედა ტანსა და შუა წელში სტაბილურობის განსავითარებლად

ხელისკვრით წონასწორობის შენარჩნუნება
მისვლა: 1 გამეორება: 1 / ფეხზე ხანგრძლივობა: 15 წამი / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • პირველი მოთამაშე დგას ცალ ფეხზე ოდნავ მოხრილი მუხლით. მეორე მოთამაშე გვერდზე უდგას პირველ მოთამაშეს
  • ორივე ხელის გამოყენებით, მეორე მოთამაშე ცდილობს ხელებით მიწოლის ხარჯზე წონასწორობა დაარღვევინოს პირველ მოთამაშეს, რომელიც ამავდროულად ცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • გამაგრებული შუატანი
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე

ცალ ფეხზე ხტომა
მისვლა: 1 გამეორება: 6 / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • დაიწყეთ ცალ ფეხზე წონასწორობის შენარჩუნებით
  • შეასრულეთ ოთხი გადაბმული ნახტომი ერთსა და იმავე ფეხზე, რომ დახაზოთ ოთხკუთხედი
ძირითადი მინიშნებები:
  • გამაგრებული შუატანი
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მოდუნებული მუხლები