ბოჭვა ერთზე მეტი მბოჭავის მონაწილეობით

მრავალი ბოჭვა მოიცავს ერთზე მეტ მბოჭავს, განსაკუთრებით მაღალი დონის თამაშის მიმდინარეობისას.

ბოჭვა ორი მბოჭავის მონაწილეობით

  • ორივე მბოჭავი უნდა იყოს კომპეტენტური და თავდაჯერებული 1, 2 ან 3 დონეზე, წინიდან და გვერდიდან ბოჭვის შესრულებისას, ასევე მათ ეფექტურად უნდა შეძლონ კომუნიკაცია. მათ ისე უნდა განსაზღვრონ ბურთიანზე კონტაქტის დრო, რომ მოხდეს მათი თავის დამხმარე მბოჭავის თავზე კონტაქტის რისკის მინიმუმამდე დაყვანა.
  • მწვრთნელმა ხაზი უნდა გაუსვას სწორ მზადებასა და კონტაქტს სამიზნეზე „ლაზერულ“ კონცენტრაციით, ასევე კონტაქტის, მოხვევის, მოჭიდების, ჩაჭიდების, აჩქარების და დასრულების სრულად ამოწურვას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და წესებით დაცვით ბოჭვის შესრულებას.
  • ამ ბოჭვის ფარგლებში, ორივე მბოჭვმა ერთდროულად სხვადასხვა დონეზე უნდა შევიდეს კონტაქტში ბურთიანზე, მაგ:
    • მბოჭავი #1 აკეთებს კონტაქტს მარჯვენა მხრით დონე 2 ზე, ბურთიანის წინსვლის შეჩერების მიზნით
    • მბოჭავი #2 აკეთებს კონტაქტს მარცხენა მხრით დონე 3 ზე, ბურთიანის ხელების დამწყვდევით, „ოფლოუდის“ შეზღუდვის მიზნით.
  • აქცენტი უნდა გაკეთდეს „თვალის დისციპლინაზე“(მიზანზე კონცენტრაციის შენარჩუნება), „ბუნიკის“ ტექნიკასა და ბოჭვის მიმდინარეობისას კონტროლზე, თავი თავში კონტაქტის ან თამაშის წესების დარღვევის გამოსარიცხად.
  • ორივე მბოჭავი ენერგიულად უნდა ეცადოს, მოიპოვოს საყრდენი და ააჩქაროს ფეხები, რომ შეინარჩუნოს წინსვლის ინერცია და წაიყვანოს მიწაზე ბურთიანი.

შესაძლო დამატებითი ტექნიკური ილეთები:

ბოჭვა ბურთის „გაჭედვის“ მიზნით
  • ამ ბოჭვის მიზანია შეაჩეროს ბურთიანის წინსვლის ინერცია და შეაკავოს ისინი გამართულ მდგომარეობაში, რაც შეზღუდავს ბურთიანს მიწაზე წასვლის ან „ოფლოუდის“ საშუალებას.
  • მბოჭავის მიერ არჩევანი კეთდება, რომ შევიდეს კონტაქტში ბურთიანთან დონე 2 ან 3 ზე, წინიდან ან გვერდიდან, ბურთიანის ტანის პოზიციიდან გამომდინარე.