ბოჭვისათვის მზაობის ხუთი ფაზა
ბოჭვის ფაზა ყოველთვის მოიცავს ორ მონაწილეს - მბოჭავს და ბურთიანს.
ეს სისტემა იძლევა დეტალურ ინფორმაციას როგორც მწვრთნელების ასევე მოთამაშეებისათვის ბოჭვის შემდგომ ფაზებთან მიმართებაში:
- დევნა
- მზადება
- კონტაქტი
- აჩქარება
- დასრულება.
მომდევნო თავებში დეტალურადაა ახსნილი ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები ყველა ეტაპისათვის. მათში მოცემულია ვარჯიშების მაგალითები და ასევე ნაჩვენებია კონტაქტისთვის მოსამზადებელი აქტივობები.
„ბოჭვისათვის მზაობის“ საკუთარ კლუბში წარდგენისას, მწვრთნელებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:
- არსებობს თუ არა თქვენს კლუბში ბოჭვის კულტურა?
- გაქვთ თუ არა სტრუქტურირებული ბოჭვის სისტემა?
- რა არის თქვენი ბოჭვის სისტემის ძირითადი ელემენტები?
- როგორ იზომება მისი ეფექტურობა?
- რამდენად ეფექტური ხართ თქვენ ბოჭვის წვრთნისას?
- რამდენად ეფექტურები არიან თქვენი მოთამაშეები უსაფრთხო და ეფექტური ბოჭვის შესრულებისას?
- ანიჭებთ თუ არა საკმარის მნიშვნელობას ინდივიდუალური ბოჭვის ტექნიკას?
- აძლევთ თუ არა ზუსტ უკუკავშირს და ქმედების გეგმას მოთამაშეებს, რომ მათ შეძლონ ბოჭვის ტექნიკის მუდმივად გაუმჯობესება?
- უთმობთ თუ არა საკმარის დროს და რესურსს ბოჭვის სწავლებაში/წვრთნაში?
- როგორ შეგიძლიათ ეფექტურად მოამზადოთ მოთამაშეები, მათი დატვირთვის გათვალისწინებით?