ბოჭვისათვის მზაობის ხუთი ფაზა

ბოჭვის ფაზა ყოველთვის მოიცავს ორ მონაწილეს - მბოჭავს და ბურთიანს.

ეს სისტემა იძლევა დეტალურ ინფორმაციას როგორც მწვრთნელების ასევე მოთამაშეებისათვის ბოჭვის შემდგომ ფაზებთან მიმართებაში:

  1. დევნა
  2. მზადება
  3. კონტაქტი
  4. აჩქარება
  5. დასრულება.

მომდევნო თავებში დეტალურადაა ახსნილი ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები ყველა ეტაპისათვის. მათში მოცემულია ვარჯიშების მაგალითები და ასევე ნაჩვენებია კონტაქტისთვის მოსამზადებელი აქტივობები.

„ბოჭვისათვის მზაობის“ საკუთარ კლუბში წარდგენისას, მწვრთნელებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

  • არსებობს თუ არა თქვენს კლუბში ბოჭვის კულტურა?
  • გაქვთ თუ არა სტრუქტურირებული ბოჭვის სისტემა?
  • რა არის თქვენი ბოჭვის სისტემის ძირითადი ელემენტები?
  • როგორ იზომება მისი ეფექტურობა?
  • რამდენად ეფექტური ხართ თქვენ ბოჭვის წვრთნისას?
  • რამდენად ეფექტურები არიან თქვენი მოთამაშეები უსაფრთხო და ეფექტური ბოჭვის შესრულებისას?
  • ანიჭებთ თუ არა საკმარის მნიშვნელობას ინდივიდუალური ბოჭვის ტექნიკას?
  • აძლევთ თუ არა ზუსტ უკუკავშირს და ქმედების გეგმას მოთამაშეებს, რომ მათ შეძლონ ბოჭვის ტექნიკის მუდმივად გაუმჯობესება?
  • უთმობთ თუ არა საკმარის დროს და რესურსს ბოჭვის სწავლებაში/წვრთნაში?
  • როგორ შეგიძლიათ ეფექტურად მოამზადოთ მოთამაშეები, მათი დატვირთვის გათვალისწინებით?