დაწეული ბოჭვის სიმაღლის საცდელად წარდგენა

2003 წლის მაისში, მსოფლიო რაგბის საბჭომ დაამტკიცა რეკომენდაცია, რომ კავშირებმა გამოცადონ დაწეული ბოჭვის სიმაღლე ადგილობრივ მოცემულობაში. საცდელი ვერსია, რომლის ადაპტაციის თავისუფლება კავშირებს საკუთარ იურისდიაქციაში მიენიჭათ, გამიზნულია მოთამაშეთა უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, თავი თავზე კონტაქტის და შესაბამისად ტვინის შერყევის რაოდენობის შემცირების გზით.

საბჭომ დაამტკიცა აღმასრულებელი საბჭოს მარტის რეკომენდაცია, რომ გაითვალისწინოს მტკიცებულებები და დაწიოს ნებადართული ბოჭვის სიმაღლე მკერდის ხაზის ქვემოთ ადგილობრივ მოცემულობაში - მუცლის, ჭიპის ან უფრო ქვემოთ არეალზე - სტატიტიკურად ყველაზე უსაფრთხო ადგილი ბოჭვის შესასრულებლად, როგორც მბოჭავისთვის, ასევე ბურთიანისათვის.

დღეის მდგომარეობით, მომდევნო კავშირებმა გამოთქვეს სურვილი საცდელი წესის შემოღებაზე: ავსტრალია, ინგლისი, ირლანდია, იტალია, იაპონია, შოტლანდია, სამხრეთ აფრიკა და უელსი, ასევე საფრანგეთი და ახალი ზელანდია, სადაც ანალოგიური საცდელი წესები უკვე შემოტანილი იყო. მრავალი სხვაც გადის ამ მიმართულებით კონსულტაციას.

მსოფლიო რაგბის მიერ დამოწმებული საცდელი წესების გამოყენებამ საფრანგეთსა და სამხრეთ აფრიკაში აჩვენა, რომ ბოჭვის სიმაღლის დაწევა ამცირებს თავი თავზე კონტაქტის და ტვინის შერყევების რაოდენობებს. ბოჭვის სიმაღლის დაწევას ასევე დადებითი შედეგები მოაქვს სუფთა სათამაშო დროის და ოფლოუდის კუთხით. ცვლილებებმა ასევე გამოიწვია თამაშის მონაწილეთა რაოდენობის ზრდა საფრანგეთში.

საცდელი წესი ნებას რთავს კავშირებს, რომ:

  • განსაზღვროს ნებადართული ბოჭვის სიმაღლე მკერდის ხაზზე, ან უფრო ქვემოთ, იმგვარად, რომ საუკეთესოდ მიესადაგებოდეს ადგილობრივ მოცემულობას.
  • შემოიტანოს დამატებითი წესი, რომელიც დაფარავს თამაშის იმ არეალების გარშემო არსებულ წესებს, როგორიცაა აიღე და მიეძალე, ორმაგი ბოჭვები და ბურთიანის მიერ კონტაქტის წინ მოხრა

კონსულტაციის პროცესში, მსოფლიო რაგბიმ გამართა შეკრება, რომლის ხილვა შესაძლებელია აქ.

წესების გამოცდისას, მოთამაშეებს საკმარისი დრო მიეცათ ადაპტაციისთვის და სუბსტანციური მოანაცემების შესაგროვებლად. გამოცდის შედეგების გადახედვა ფორმალურად მოხდება 2025 წლის დასაწყისში.

წევრების მიერ დასმული კითხვების შედეგად, მსოფლიო რაგბი მხარს დაუჭრს დახურულ საცდელ ეტაპს ელიტარულ დონეზე, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კავშირი ან ტურნირი გადაწყვეტს ამ წესების გამოცდას.

სამოყვარულო დონეზე დაშვებული ბოჭვის სიმაღლე