რატომ გამოვცადოთ დაწეული ბოჭვის სიმაღლე?
დაწეული ბოჭვის სიმაღლის გამოცდა ექვსი წლის განმავლობაში ბოჭვაში მიღებული ტრავმების კვლევის შედეგია
ბოჭვა თამაშის ყველაზე ტრავმული შემადგენელი ნაწილია
- თავის ტრავმის 74% ბოჭვის ზონიდან გამომდინარეობს
- ბოჭვაში მიღებული თავის ტრავმების დაახლოებით 70% უკავშირდება მბოჭავს
- ბოჭვაში ტვინის შერყევის მიღების შანსი 4.2 ჯერ უფრო დიდია, როდესაც მბოჭავის თავი ბურთიანის მკერდის ხაზის ზემოთაა.
კვლევა გვაჩვენებს, რომ ბოჭვის სიმაღლის დასაშვები დონის დაწევა საგრძნობლად ამცირებს თავი-თავზე კონტაქტს და ტვინის შერყევების რაოდენობას.
- საფრანგეთში გამოიცადა ბოჭვის სიმაღლის დაწევა, შედეგად 64% ით შემცირდა თავი თავზე კონტაქტი და 23%ით შემცირდა საეჭვო ტვინის შერყევების რაოდენობები
ბურთიანი მოთამაშის პერსპექტივიდან, თავის ტრავმა თითქმის ექსკლუზიურად ხდება თავზე პირდაპირი ძალისმიერი შეტაკების შედეგად. პატარა პორცია მოდის მიწაზე კონტაქტზე და თავის მათრახისებურ გადაქნევაზე, მაგრამ დაახლოებით 90% პირდაპირი კონტაქტის შედეგია. შემცირებული სიმაღლის რაციონალია, რომ თუ მბოჭავები აღარ შეასრულებენ ძალისმიერ კონტაქტს ბურთიანი მოთამაშის თავთან, ბურთიანი მოთამაშის თავის ტრავმის მიღების რისკი საგრძნობლად შემცირდება.
მბოჭავისათვის, რისკის შემცირება არ ხდება თუ მბოჭავის თავი გამოკლებული იქნება რისკს, რაც შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა მოხდეს მაშინ, როდესაც მბოჭავის თავი შედარებით უსაფრთხო ადგილებზე თავსდება ბურთიანი მოთამაშის სხეულზე. მტკიცებულება გვთავაზობს, რომ დაწეული ბოჭვის სიმაღლე მიაღწევს ამას, რამდენადაც ის მბოჭავის თავს შედარებით უსაფრთხო ადგილას ათავსებს ბურთიანი მოთამაშის ტანზე, მენჯზე და ფეხის ზედა ნაწილზე, და მხოლოდ მაშინ, თუ მბოჭავი ჩავა მუხლის დონეზე, რისკი კვლავ იზრდება.