ბრეიქდაუნის განმარტვა

ბრეიქდაუნის ფილოსოფია

დაცვაში და შეტევაში ბრეიქდაუნის მწვრთნელობისას ყველაზე დიდი შეცდომა არის მისი ზედმეტად გართულება. ეს გამომდინარეობს მრავალი ცვლადი ელემენტისაგან, რომლებიც გვხვდება ბოჭვაში ბრძოლისას და მის შედეგად მომდევნო ბრეიქდაუნში.

მწვრთნელებმა უნდა გაწვრთნან მოთამაშეები იმგვარად, რომ მათ შეეძლოთ მარტივი გადაწყვეტილების მიღება, როგორც შეტევაში ასევე დაცვაში. ორივეს (მწვრთნელსა და მოთამაშეებს) უნდა ესმოდეთ ინდივიდუალური უნარის მოთხოვნილებები, რომლებიც საჭიროა დინამიური შეტევის ფორმაციისას, და დაცვითი ფორმირებისას. ინდივიდუალური უნარებში დაოსტატების შემდეგ, მწვრთნელები უმჯობესია გადაერთონ განვითარებად, სცენარზე დაფუძნებულ სავარჯიშოებზე, სადაც მოთამაშეებს მოეთხოვებათ გადაწყვეტილების მიღება დაღლილზე და წნეხის ქვეშ.

ბოჭვისა და რაქის პრინციპები

ბრეიქდაუნის აღსაქმელად, მწვრთნელებს და მოთამაშეებს უნდა ესმოდეთ თამაშის წესები რომლებიც ეხება ბრექიდაუნის მიმდინარეობისას ბრძოლას. მოთამაშეებს შეიძლება ქონდეთ მრავალი როლი ბრძოლაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად.



ბოჭვა (წესი 14)

პრინციპი. ბოჭვა შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერ ადგილზე სათამაშო მოედანში. ბოჭვაში ჩართული მოთამაშეების ქმედება უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიან ბრძოლას და დაუყოვნებლივ ხდიდეს ბურთს სათამაშოდ ხელმისაწვდომს.



რაქი (წესი 15)

პრინციპი. რაქის დანიშნულებაა მოთამაშეებისათვის მიწაზე განთავსებული ბურთისათვის ბრძოლის საშუალების მიცემა.

რაქის ფორმირება

1. რაქი შესაძლოა მოხდეს მხოლოდ მოედნის სათამაშო სივრცეში.

2. რაქი ყალიბდება, როდესაც ყველაზე მცირე ერთი მოთამაშე თითოეული გუნდიდან არის ერთმანეთთან კონტაქტში, დგას ფეხზე ბურთის ზემოთ, რომელიც მიწაზეა.

3. რაქში ჩართულ ყველა მოთამაშეს, რაქის ყველა ეტაპზე, არ უნდა ქონდეს თავი და მხრები მის მენჯებზე ქვემოთ.

შეტევითი ბრეიქდაუნი

შეტევითი ბრექიდაუნი გვხვდება როდესაც ბურთიანი (ამ რესუსრში მოიხსენიება როგორც ბურთიანი მოთამაშე) ჩადის მიწაზე და შესაძლოა ამის გამომწვევი მიზეზი იყოს როგორც ბოჭვა, ასევე ტაქტიკური გადაწყვეტილება ბოჭვის გარეშე. როდესაც ბურთიანი მოთამაშე ჩადის მიწაზე, შემტევმა გუნდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ბურთის ფლობის შენარჩუნების მიზნით საჭიროებიდან გამომდინარე რამდენი მოთამაშე უნდა ჩაერთოს შეტევით რაქში.

დაცვითი ბრეიქდაუნი

დაცვითი ბრეიქდაუნი გვხვდება როდესაც ბურთიანი მოთამაშე ჩადის მიწაზე ბოჭვის ან ტაქტიკური გადაწყვეტილების შედეგად. თუ რაქი არ ჩამოყალიბდება, მაშინ დაცვაში მყოფმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ იბრძოლოს ბურთისათვის. თუ რაქი ჩამოყალიბდა (როდესაც ყველაზე მცირე ერთი მოთამაშე თითოეული გუნდიდან არის ერთმანეთთან კონტაქტში, დგას ფეხზე ბურთის ზემოთ, რომელიც მიწაზეა) მაშინ დაცვაში მყოფმა გუნდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, წესების დაცვით ინდივიდუალაურად ან კოლექტიურად იბრძოლოს ბურთისათვის.

კომუნიკაცია ბრეიქდაუნის მიმდინარეობისას

რამდენადაც შეტევით და დაცვით ბრექიდაუნს მრავალი მოძრავი ნაწილი ახასიათებს, მნიშვნელოვანია საერთო ტერმინოლოგიის გამოყენება მოთამაშეების და მწვრთნელების მიერ. ეს შესაძლოა დავაკავშიროთ ზოგად კლუბურ კულტურასთან, თამაშისთვის შერჩეულ თემებთან, და საკვანძო სიტყვებთან. საკვანძო სიტყვების გამოყენება ეხმარება მოთამაშეებს შეასრულონ კონკრეტული ქმედებები ბრეიქდაუნში, ისინი უნდა იყვნენ მოკლე, მარტივი და უნდა აკთებდნენ ქმედების აღწერას.

ფიზიკური მზაობა ბრეიქდაუნისთვის

ბრექიდაუნი უნიკალურ ფიზიკურ მოთხვონილებებს უწესებს მოთამაშეს. ბრეიქდაუნში ეფექტურობისათვის, მოთამაშეები უნდა ფლობდნენ მაღალი დონის ფიზიკურ კომპეტენციას, სხეულის აღქმასა და კონტროლს, ელასტიურობას და დინამიურ მოძრაობას. იდეალურ მოცემულობაში, თამაშის ამ დინამიურ ნაწილში მითამაშეების კომპეტენციის განსავითარებლად, მწვრთნელებმა უნდა იმუშაონ როგორც მრავალ მიმართულებიანი გუდნის წევრებმა (ძალა, ფიზმომზადება და ფიზიოთერაპია).

მსოფლიო რაგბს აქვს ფართო ონლაინ სწავლების მოდულების სპექტრი, რომელიც დაეხმარება მწვრთნელებს ამ არეალში ცოდნის მიღებაში. მსოფლიო რაგბი ასევე თავაზობს მომდევნო დასწრებად კურსებს მის წევრ კავშირებს.