ბრეიქდაუნის წესები - როგორ მოვიქცეთ

2020 წლის მარტში, მსაჯებს წარედგინათ ამჟამინდელი წესების აღსრულების სახელმძღვანელო - ბრეიქდაუნის მსაჯობა არ არსებობდა ახალი წესების ან წესის ცვლილების საჭიროება, არამედ არსებულ წესებზე თავიდან კონცნენტრირება. მომდევნო ჩამონათვალი წარმოადგენს შეჯამებას:

მბოჭავი

წესი 14: ბოჭვა

5. მბოჭავმა უნდა:

ა. დაუყოვნებლივ გაუშვას ხელი მბოჭავს და ბურთიან მოთამაშეს, ორივე მოთამაშის მიწაზე ჩასვლის შემდედ.

ბ. დაუყოვნებლივ გაეცალოს შებოჭილ მოთამაშეს და ბურთს ან ადგეს.

  • მბოჭავმა უნდა გაუშვას ხელი
  • დასრულებული ბოჭვის შემდეგ, მბოჭავს უფლება აქვს იბრძოლოს ბურთის ფლობისათვის, იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე დგას ფეხზე, მან ნათლად გაუშვა ხელი ბურთს და შებოჭილ მოთამაშეს და მოდის თავისი ჩათვლის მოედნის მიმართულებიდან
  • მბოჭავი უნდა გადაგორდეს

ბურთიანი მოთამაშე

წესი 14: ბოჭვა

2. მიწაზე ჩაყვანა ნიშნავს, რომ ბურთიანი წევს, ზის ან ყველაზე ცოტა ერთი მუხლი უდევს მიწაზე ან სხვა მოთამაშეზე, რომელიც მიწაზეა.

5. მბოჭავმა უნდა:

დ. საშუალება მისცეს შებოჭილ მოთამაშეს ხელი გაუშვას ან ითამაშოს ბურთზე

  • ბურთიანმა მოთამაშემ დაუყოვნებლივ უნდა დადოს ან ითამაშოს ბურთით - ბურთიანმა მოთამაშემ არ უნდა გააკეთოს მეორადი მოძრაობა, როგორიცაა გადაგორება, ცოცვა ა. შ.
  • როდესაც ბურთიანი მოთამაშის მუხლი შეეხება მიწას, მბოჭავმა უნდა ხელი გაუშვას დაუყოვნებლივ

პირველი მომსვლელი მოთამაშე

წესი 15: რაქი

11. როგორც კი რაქი არის ჩამოყალიბებული, არც ერთ მოთამაშეს არ აქვს ბურთზე ხელით თამაშის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ ბურთს მოკიდეს ხელი რაქის ჩამოყალიბებამდე და დარჩნენ ფეხზე.

12.მოთამაშეები უნდა ეცადონ დარჩნენ ფეხზე რაქის მიმდინარეობისას.

  • „მღტლეტავი“ არის მოთამაშე, ვინც იბრუნებს ბურთის ფლობას რაქის ფორმირებამდე.
  • დააჯილდოვეთ მოთამაშე, რომელიც ბურთის ფლობისათვის საბრძოლველად რბოლაში გაიმარჯვებს.
  • ამოიღეთ მღლეტავის როლიდან მოწინააღმდეგის მიერ „წმენდის გადარჩენის“ კონცეფცია.
  • ბურთის ამომღები უნდა იყოს მძლავრ პოზიციაში, ისეთში, საიდანაც ის შეძლებს ბურთზე ხელების მოკიდებას და მის წამოწევას
  • ბურთის ამომღებმა უნდა მართოს მისი სხეულის წონა მთელი ქმედების მიმდინარეობისას - დაუშვებელია მიწაზე ჩასვლა და კვლავ პოზიციის აღება.

სხვა მომსვლელი მოთამაშეები

წესი 15: რაქი

5. მომსვლელი მოთამაშე უნდა იყოს ფეხზე და ჩაერთოს რაქში თამაშში საკუთარი თამაშგარე ხაზის უკნიდან.

6. მოთამაშე შეიძლება ჩაერთოს რაქში თამაშში რაქის მონაწილე ყველაზე უკან მყოფი თანაგუნდელის გასწვრივ პოზიციიდან, მაგრამ არა მის წინიდან.

  • თვალი ადევნოს რაქის კარიბჭეს და დააჯარიმოს რაქში გვერდიდან შესვლები
  • წაახალისეთ მომსვლელი მოთამაშეები, რომ ისინი მიაწვნენ და ჩაებან მოწინააღმდეგეს, ვიდრე ბოჭვა გაუკეთონ ან ჩახტნენ რაქში.

წესების პრაქტიკული გამოყენება

ამ რეკომენდაციების შედეგად, მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა აქტიურად უნდა ეცადონ აჩვენონ მსაჯს, რომ მათი ქმედებები ბრეიქდაუნში ზუსტი და ნებადართულია. მომდევნო მარტივი პუნქტები დაგეხმარებათ:

მბოჭავი

ბოჭვაა თუ არ არის ბოჭვა

  • იმისათვის, რომ ბოჭვა შედგეს, ბურთიანი მოთამაშე გაკავებულია ან ჩაყავს მიწაზე ერთ ან მეტ მოწინააღმდეგეს
  • მიწაზე ჩაყვანა ნიშნავს, რომ ბურთიანი წევს, ზის ან ყველაზე ცოტა ერთი მუხლი უდევს მიწაზე ან სხვა მოთამაშეზე, რომელიც მიწაზეა.
  • გაკავება ნიშნავს, რომ მბოჭავმა არ უნდა დაკარგოს ბმა ბურთიან მოთამაშეზე, იმ მომემტამდე, სანამ ბურთიანი მოთამაშე არ აღმოჩნდება მიწაზე.
  • თუ ბურთიან მოთამაშეს არ აკავებენ და ის მიწაზე ჩავა, მაშინარ არის ბოჭვადა ბურთიან მოთამაშეს შეუძლია მაშინვე ადგეს ბურთზე ხელის გაშვების გარეშე.

მბოჭავის მიერ ხელის გაშვება - მბოჭავმა აუცილებლად უნდა:

  • დაუყოვნებლივ ხელი უნდა გაუშვას ბურთს და ბურთიან მოთამაშეს, მას შემდეგ, რაც ორივე მოთამაშე მიწაზე აღმოჩნდება
  • დაუყოვნებლივ გაეცალოს შებოჭილ მოთამაშეს და ბურთს, ან ადგეს
  • იდგეს ფეხზე და ეცადოს ბურთზე თამაში
  • საშუალება მიცეს შებოჭილ მოთამაშეს, რომ გაანთავისუფლოს ან ითამაშოს ბურთზე
  • საშუალება მიცეს შებოჭილ მოთამაშეს, რომ გაეცალოს ბურთს

წესების დაცვით გასვლა ბოჭვის ორთაბრძოლიდან

  • მბოჭავი უნდა გადაგორდეს დასავლეთ/აღმოსავლეთით დაუყოვნებლივ და არ უნდა შეუშალოს ხელი თამაშის გაგრძელებას

დაბრუნდეს თამაშგარე ხაზის უკან

  • მბოჭავი უნდა დაუბრუნდეს თამაშგარე ხაზის უკან პოზიციას დაუყოვნებლივ

ბურთიანი მოთამაშე

ბურთის პრეზენტაცია

  • მიწასთან კონტაქტისას, ბურთიანმა მოთამაშემ უნდა აჩვენოს დინამიური ბურთის პრეზენტაციის მოძრაობა

მოძრაობა მიწაზე

  • ბურთიან მოთამაშეს შეუძლია გადაგორდეს უწყვეტი მოძრაობით, და არა გაჩერდეს და შემდეგ მეორე მოძრაობით გადაგორდეს, ან იდაყვების გამოყენებით გახოხდეს მიყოლისათვის დროის მოგების მიზნით ან დამატებითი წინსვლის მოსაპოვებლად, მას შემდეგ, რაც მისი საწყისი მოძრაობა გაჩერდება.

პირველი მომსვლელი მოთამაშე

მღლეტავი

  • უნდა იდგეს ფეხზე და ჩაერთოს თამაშში თამაშგარის ხაზის უკნიდან
  • თუ მღლეტავი არის ასევე მბოჭავი, მან ნათლად ხელი უნდა გაუშვას ბურთიან მოთამაშეს
  • მღლეტავი უნდა მართავდეს საკუთარი სხელის წონას მთელი პროცესის მიმდინარეობისას - დაუშვებელია წაქცევა და თავიდან გადაწყობა
  • მღლეტავის სამიზნე უნდა იყოს ბურთი და მან წესების დაცვით უნდა წამოწიოს ის
  • მღლეტავის სამიზნე უნდა იყოს ბურთი როდესაც ბურთიანი მოთამაშე ზემოდან დაეცემა ბურთს (ჩამკეტი ტექნიკა)
  • თუ გადაწყვიტა, რომ ბურთზე არ ითამაშოს, უნდა ეცადოს კონტრ რაქის განხორციელება წესების დაცვით.

სხვა მომსვლელი მოთამაშეები

დამხმარე (მიმყოლი) მოთამაშეები:

  • უნდა შევიდნენ წესების დაცვით
    • შესვლის კუთხე - ყველაზე უკან მყოფი მოთამაშის გასწვრივ და არა წინ (გაუსწორდეს კარიბჭეს / ლათინური L- კუთხით შევიდეს)
    • იმყოფებოდეს ფეხზე და ჩაერთოს თამაშგარე ხაზის უკნიდან

  • უნდა იყოს ზუსტი წმენდისას, ჩაებას მოწინააღმდეგეებს და მიაწვეს, ვიდრე ჩახტეს რაქში ან ბოჭვა გააკეთოს (მივაწვეთ და არა ჩავხტეთ)
  • თუ ცდილობს მღლეტავის მოცილებას, უნდა გაწმინდოს წესების დაცვით, ორთაბრძოლიდან ბერკეტის გამოყენებით გაიყვანოს. ქვედა კიდრუებზე სხეულის წონით გამიზნულად დაცემა, ან მათთვის დამიზნება წესების დარღვევაა
  • თუ ბურთიან მოთამაშეს ებმევა, მოთამაშემ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება პირველი მომსვლელი მოთამაშის მოვალეობებზე, განსაკუთრებით ფეხზე დარჩენაზე.