მიმყოლი მოთამაშეები

მიმყოლი მოთამაშეები

არსებობს მრავალი სხვადასხვა დაცვითი სისტემა და სტრატეგია, რომლებსაც გუნდები იყენებენ. ისინი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, როგორებიცაა გუნდისა და ინდივიდუალურ სიმძლავრეებსა და სისუსტეებზე, მოთამაშეების შესაძლებლობებზე და უნარებზე, ასევე ასაკობრივი კატეგორიის სათამაშო წესების ვარიაციაზე მომდევნო ორი როლი განისაზღვრა საწყისს წერტილად თქვენს დაცითი ბრეიქდაუნის სისტემის შემუშავებისას.

შიდა მიმყოლი მოთამაშე

ბოჭვის შესრულებისთანავე, შიდა მიმყოლი მოთამაშის როლია ბოჭვიდან გამომდინარე სიტუციაზე რეაგირება და მორგება. ხედვა, გადაწყვეტილება და ქმედება (VDA), და უწყვეტი კომუნუკაციის უნარები სასიცოცხლოდა მნიშვნელოვანია თქვენს დაცვითი ბრეიქდაუნის სისტემაში.

დაცვითი ბრეიქდაუნის თანმდევი პასუხისმგებლობები
  • თუ მათ ბოჭვის შესრულება უწევთ, მათ უნდა:
    • ჩაებან ბოჭვაში, რომ ბურთიან მოთამაშეს უკან მიაწვნენ
    • დაუმიზნონ ბურთს, რომ ამოღლიტონ ის ბურთიანი მოთამაშის ხელებიდან (დამოკიდებულია მბოჭავის შესვლის სიმაღლეზე)
  • თუ ბურთიანი მოთამაშე მიწაზეა ჩაყვანილი, მაშინ მათ უნდა:
    • ითამაშონ ბურთის ღლეტვაზე და შექმნან კოტრ - შეტევის შესაძლებლობა
    • გავლენა მოახდინონ ბურიანი მოთამაშის პრეზენტაციაზე ან ეცადონ ბურთზე ხელის არ გაშვებისათვის ჯარიმის გამორჩენას
    • მიწოლით გადაიარონ ბურთზე, კონტრ რაქის შესაძლებლობის შექმნის მიზნით.
  • პასიური ბოჭვისას, ყურადღებით უნდა იყვნენ ბურთზე ჩაჭიდების შესაძლებლობაზე, თუ ბურთიანი მოთამაშე მკერდზე ბურთით დაეშვება მიწაზე და დააგვიანებს უკუგების და პრეზენტაციის ქმედებას.
  • საფრთხის უწყვეტად არსებობის შემთხვევაში, მათ უნდა მოუწოდონ დამატებით შემტევ მოთამაშეებს, ჩაერთონ ბრეიქდაუნში ბურთიანი მოთამაშის დასახმარებლად
  • თუ ისინი ვერ ახერხებენ ზემოთხსენებულის შესრულებას, მათ უნდა დატოვონ ორთაბრძოლა, დაუბრუნდნენ მათი გუნდის დაცვით სისტემას და მოემზადონ თამაშის მომდევნო ფაზისათვის.

გარე მიმიყოლი მოთამაშე

გარე მიმყოლი მოთამაშე ასრულებს შიდა მიმყოლი მოთამაშის მსგავს როლს, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს მის მიერ დამატებით გადაწყვეტილების მიღება მათი დაცვით სისტემაში მბოჭავის გარე მხარზე აღმოჩენიდან გამომდინარე. შენიშვნა - ეს მოცემულობა შეიძლება ცვლადი იყოს, გამოყენებული დაცვითი სისტემიდან გამომდინარე.

დაცვითი ბრეიქდაუნის თანმდევი პასუხისმგებლობები
  • შიდა მიმყოლი მოთამაშისათვის
  • აღიქვას და ყურადღებით მიუდგეს მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებულ შეტევის სისტემას. მაგ. შემტევი მოთამაშის მიერ უწყვეტობის მოპოვების მიზნით დაცვის ხაზში შეჭრაზე რეაგირება.