შეტევითი ბრეიქდაუნის როლები და პასუხისმგებლობები

ბურთიანი მოთამაშე

ყველაფერი იწყება ბურთიანი მოთამაშით, რომელმაც შეტევაში წინსვლის შესანარჩუნებლად სამიზნედ უნდა დაისახოს მოწინააღმდეგის დაცვის ხაზს შორის გასვლა და მის ზურგს უკან აღმოჩენა. კონტაქტი თუ აურიდებელია, მოთამაშე აქტიურად უნდა ეცადოს, რომ თავისი პირობებით შევიდეს კონტაქტში. თუ ბურთის ამოგდება (ოფლოუდი) ან ბურთის ცოცხლად შენარჩუნება ვერ ხერხდება, მაშინ მან უნდა ცადოს წისვლის ფეხების მუშაობის ხარჯზე შენარჩუნება და მართული მანერით მიწაზე ჩასვლა. მიწაზე ჩასვლის შემდეგ, მას უფლება აქვს გააკეთოს ერთი დაუყოვნებელი, დინამიური მოძრაობა ბურთის პრეზენტაციისთვის.

ბრექიდაუნის თანმდევი პასუხისმგებლობები

  • სივრცის მოსაგებად მუშაობა - სისხარტის გამოყენება კონტაქტამდე (ABC)
  • მიწაზე ჩასასვლელად მუშაობა - თუ ბურთის ამოგდება (ოფლოუდი) ან მისი ცოცხლად შენარჩუნება შეუძლებელია
  • ბურთის პრეზენტაციისათვის მუშაობა - დინამიური ბურთის პრეზენტაცია - დავიცვათ ბურთი მოწინააღმდეგისაგან
  • მძლავრი პოზიციის შესანარჩუნებლად მუშაობა - ვმართოთ სხეული პრეზენტაციისას
  • ფეხზე დასაბრუნებლად მუშაობა - დავბრუნდეთ ფეხზე და მოვემზადოთ მომდევნო ფაზისთვის.

ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები

ქვემოთ მოყვანილი ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები ფარავენ მთავარ ფაქტორებს, რომლებიც გააქტიურებენ და განავითარებენ ბურთიანი მოთამაშის უნარებს. მწვრთნელბმა ბურთანი მოთამაშის განვითარებისას თავიან საწვრთნელ პროგრამაში უნდა გაითვალისწინონ მომდევნო:

1. კომუნიკაცია კონტაქტამდე, მიმდინარეობისას და კონტაქტის შემდეგ

გუნდელებს შორის უწყვეტი კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბრეიქდაუნის შეტევით ფაზების მიმდინარეობისას. დამხმარე მოთამაშეების (და საფრთხეების) ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება და კომუნიკაცია უმნიშნველოვანესია. მოთამაშეებმა უნდა ჩამოაყალიბონ და გამოიყენონ მოკლე მინიშნებითი სიტყვების ლექსიკონი, რომელიც დაუკავშირდება მოცემულ სიტუაციას და ბრეიქდაუნში საჭირო სპეიციფიურ ტექნიკებს.

2. ხედვა, გადაწყვეტილება, ქმედების ციკლი

ბურთიანი მოთამაშე უნდა აღიქვავდეს თუ სადაა მიყოლა (დახმარება). მათ შეაფასონ დაცვის წყობა და მათ წინ მყოფი საფრთხეები. ისინი უნდა დააკვირდნენ სიტუაციას, ამოიცნონ მცველთა განლაგება, მათი ერთმანეთს შორის დისტანცია, მათი რაოდენობა, მათი სხეულის ფორმა, პოტენციური ფიზიკური მონაცემების აცდენა და მოახერხონ შესაბამისად მოქმედება.

3. გადაადგილების და სირბილის უნარები

ბურთიან მოთამაშეს უნდა შეეძლოს კონტაქტის თავისი პირობებით გაკეთება. სისხარტის უნარები საჭიროა მცველების ასარიდებლად. (წონასწორობა, ტერფის განთავსება, სისწრაფის გამომუშავება, სწრაფი, მოკლე, დინამიური ნაბიჯები, შენარჩუნებული მართული წინსვლა)

4. კონტაქტის პირობები

თუ ბურთის ცოცხლად შენახვის საშუალება აღარაა, მათ სწორად უნდა განსაზღვრონ, თუ როდის დაწიონ მათი სხეულის სიმაღლე დაცვით საფრთხესთან მიმართებაში, რაც მათ ძლიერ მართულ მისაწოლ პოზიციაში მოათავსებს და შეუნარჩუნებს წინსვლას მიწაზე წასვლისას

  • ბურთიანად შეტევის სიმაღლე – ბურთიანმა მოთამაშემ ადრიანად არ უნდა გაანდოს მისი მიწაზე წასვლის განზრახვა მცველებს ან არ უნდა შეუტიოს ბურთიანად ზედმეტად გამართულ პოზიციაში, რამდენადაც ორივე გადაწყვეტილება შესაძლოა დასრულდეს დაცვის მიერ უპირატესობის მოპოვებით. ბურთიანმა მოთამაშეებმა აქტიურად უნდა ეცადონ ბურთიანად შეუტიონ ძლიერი და ჰორიზონტალურთან მიახლოვებული ტანის პოზიციით (180 ბურთიანად შეტევა)
  • ხელკვრა და მოშორება. ბურთიან მოთამაშეს უფლება აქვს რომ ხელი კრას და მოიშოროს მოწინააღმდეგე, იმ შემთხვევაში თუ გადამეტებული ძალა არ იქნება გამოყენებული.
  • დინამიური მიწოლა ფეხებით – ფეხების მუშაობამ უნდა გამოიმუშაოს მძლავრი, მართვადი მიწოლა ფეხებით, ქვედატანის დიდი კუნთების გამოყენებით შეტევით ბრეიქდანუნში შესასვლელად და მისი მიმდინარეობისას ძალის და სისწრაფის შესაქმნელად. ამ ყველაფრის შედეგად მივიღებთ უფრო სწრაფ და ეფექტურ ბრეიქდაუნს, რამდენადაც დაცვა აღმოჩნდება უკანა ფეხზე (უკან დაიხევს).
  • ბურთის ტარების დაცვა. ბურთიანი მოთამაშე მუდმივად უნდა აკონტროლებდეს ბურთს. ბურთის წაღება უნდა მოხდეს უსაფრთხო მეთოდით, იმგვარად, რომ არ მიეცეს მცველს ბურთის ამოგლეჯის ან მიწაზე წასვლის და ბურთის დაუყოვნებლივ პრეზენტაციაში ხელის შეშლის საშუალება.
  • ტანის პოზიციის მონაცვლეობა. ბურთიანი მოთამაშე ყოველთვის ვერ იქნება ბურთის წინ წაღებისას დომინანტი, მოწინააღმდეგის ბოჭვის ტექნიკისა და მათი დაცვის სისტემიდან გამომდინარე. ბურთიანმი მოთამაშემ სწრაფად უნდა შეძლოს დაცვითი მოცემულობიდან გამომდინარე რეაგირება და ტანის პოზიციის შეცვლა, ასევე უსაფრთხოდ დაშვება მიწაზე და ბურთის პრეზენტაციის საკუთარი პირობებით შესრულება.
5. ბრძოლა მიწაზე ჩასასვლელად (სხეულის კონტროლი, ბურთის დაცვა)

როდესაც ბურთიანი მოთამაშე გადაწყვეტს მიწაზე წასვლას, მათ ასე უნდა მოახდინონ კონროლირებადი და დინამიური მეთოდით, სადაც ყურადღებას გაამახვილებენ უსაფრთხოდ დაშვებაზე. მათ უნდა შეინარჩუნონ სხეულის პირდაპირი პოზიცია და ფეხებით მიწოლის გამოყენებით მიაწვნენ მიწისაკენ, რომ უსაფრთხოდ და ეფექტურად წაიქცნენ, რასაც მინიმუმამდე დაყავს დაცვის მიერ ბურთის პრეზენტაციის შენელების პოტენციალი.

6. ბურთის პრეზენტაციისათვის ტანის პოზიცია და ქმედებები

მიწასთან კონტაქტისას, ბურთიანმა მოთამაშემ უნდა აარჩიოს სიტუაციას მორგებული პრეზენტაციის ტექნიკა, მიმყოლი მოთამაშეებისათვის სუფთა და სწრაფი ბურთის უზრუნველყოფის მიზნით. არსებობს რამოდენიმე ბურთის პრეზენტაციის ტექნიკები, მაგალითად ნახევარ - ბრუნი, სრული ბრუნი, სახით წინ, ფეხებს შორის , გადაგორებით პრეზენტაცია, უკუცემით ამოგდება, უკუცემით გადაგორება, დომინირებული პრეზენტაცია.

7. ბურთის პრეზენტაცია

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ბურთიანმა მოთამაშემ ბურთის პრეზენტაცია ერთი დინამიური მოძრაობით შეასრულოს და არ მისცეს მცველს(ებს) ბურთს შენელების, ან მისი ფლობის მოპოვების შანსი. ბურთის პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ფაქტორები მოიცავს:

  • მხარი, რომელზეც ვბრუნდებით
  • ბურთის სისწრაფე და მიმართულება სხეულიდან
  • ძლიერი მართვადი ხელის მოძრაობა, ხელები ქვემოთ
  • მოჭიდება ბურთზე (ერთი ან ორი ხელით)
  • მზერა ბურთზე
  • მიმყოლის/ბურთს გამტანის ადგილმდებარეობის აღქმა
  • ბურთი გაგორების, ჭერის ან გადაწოდების შესაძლებლობა
8. სხეულის მართვა (შუატანის ძალის გამოყენება მიწაზე)

ბურთიან მოთამაშეს უნდა შეეძლოს ძლიერი ტანის პოზიციის შენარჩუნება მიწაზე და პრეზენტაციის ქმედების მიმდინარეობისას. მნიშვნელოვანია, რომ ბურთიანმა მოთამაშემ შეძლოს თავის მენჯის გამოყენებით გამოძრავება, და აირიდოს ზურგზე ან მუცელზე აღმოჩენა, რამდენადაც ეს მცველებს შესაძლებლობას უქმნის ბურთი შეანელონ, ან სულაც მასზე ფლობა მოიპოვონ. ბურთიანმა მოთამაშეებმა ამავდროულად უნდა დაიწყონ მზადება დაუყოვნებლივ ფეხზე წამოსადგომად, როგორც კი ბურთი დატოვებს რაქს.

9. ბურთის გასვლის კომუნიკაცია

ძირითადად, ბურთიანი მოთამაშე იდეალურ პოზიციაშია, ბურთის ბრეიქდაუნის დატოვების კომუმნიკააციის განსახორციელებლად, რამდენადაც მათი ყურადღება შეტევის უწყვეტ ქმედებაზეა გამახვილებული. სწორედ ამიტომ მათ უნდა მოახდინონ ბურთის გასვლის კომუნიკაცია მათ დამხმარე მოთამაშეებთან

10. ქმედებაში დაბრუნება

როგორც კი ბურთი დატოვებს ბრეიქდაუნს, ბურთიანი მოთამაშე, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა, უნდა წამოდგეს, და ჩაებას თამაშის შემდეგ ფაზაში.