მიმყოლი მოთამაშეების ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები

ყველა მიმყოლი მოთამაშე - ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები

ქვემოთ მოყვანილი ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები (KPIs) ფარავენ იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც გააქტიურებენ და განავითარებენ ყველა შეტევით ბრეიქდაუნში მონაწილე მოთამაშის უნარებს შეტევითი რაქის ფორმირებაში. მწვრთნელებმა უნდა გაითვალისწინონ ისინი საკუთარ საწვრთნელ პროგრამაში მიმყოლი მოთამაშეების უნარების განვითარებისას:

1. ხედვა, გადაწყვეტილება, ქმედების ციკლი

მიმყოლი მოთამაშე უნდა აღიქვამდეს თუ სადაა ბურთიანი მოთამაშე. მათ შეაფასონ დაცვის წყობა და მათ წინ მყოფი ყველა პოტენციური საფრთხე. მათ არ უნდა დაუშვან ბურთიანი მოთამაშის იზოლირება, ამდენად მათ უნდა შეძლონ სიტუაციაზე დაკვირვება, საფრთხეების ამოცნობა და შესაბამისად რეაგირება.

2. კომუნიკაცია კონტაქტამდე, მის მიმდინარეობისას და კონტაქტის შემდეგ

თანაგუნდელებს შორის უწყვეტი კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბრეიქდაუნის შეტევით ფაზების მიმდინარეობისას. დამხმარე მოთამაშეების (და საფრთხეების) ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება და კომუნიკაცია უმნიშნველოვანესია. ბურთიანი მოთამაშისათვის კარნახი, თუ სად არის პოტენციური საფრთხე, ასევე მათი იდენტიფიცირება გადამწყვეტია. მოთამაშეებმა უნდა ჩამოაყალიბონ და გამოიყენონ მოკლე მინიშნებითი სიტყვების ლექსიკონი, რომელიც დაუკავშირდება მოცემულ სიტუაციას და ბრეიქდაუნში მიმყოლი როლებისთვის საჭირო სპეციფიურ ტექნიკებს.

3. ბალანსი, ფეხის განთავსება და ფეხების მუშაობა

მიმყოლი მოთამაშეები აუცილებლად წესების დაცვით უნდა შევიდნენ ბრეიქდაუნში (ხაზის გასწორება)(როგორც ზემოთ), რაც ითვალისწინებს მათი სხეულის სიმაღლის დაწევას დაახლოებით 1.5 -2 მეტრის მოშორებით კონტაქტის წერტილიდან (სიმძლავრის ხაზი). სიმძლავრის ხაზი არის წარმოსახვითი ნახევარ - წრე 1.5 – 2 მეტრის მოშორებით კონტაქტის წერტილიდან. ტერმინი „სიმძლავრის ხაზი“ შეიძლება გამოყენბულ იქნეს, როგორც მიმანიშნებელი სიტყვა, რომელიც ქმედებაში მოიყვანს დინამიურ მიწოლას ბრეიქდაუნის გვირაბში შესვლისას. სიტყვა „გვირაბი“ შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც ვიზუალური წარმოდგენა გრძელი და ვიწრო ბრეიქდაუნის - რომელიც ხდის კარიბჭეს ვიწროს და შესაბამისად დაცვაში მყოფი გუნდისათვის რთულს.

სიმაღლის შემცირებისას (მენჯის დაძირვა), მიმყოლმა მოთამაშემ ყურადღება უნდა გაამახვილოს სამიზნეზე. მათ უნდა დაამოკლონ ნაბიჯების სიგრძე წონასწორობის შესანარჩუნებლად, მიაწვნენ ფეხებით ძლიერად და აქტიურად ეცადონ ფეხზე და კონტროლში დარჩენა ბრექიდაუნის მიმდინარეობისას.

4. მიყოლის ტექნიკის შერჩევა

მათ წინაშე განვითარებული სიტუაციიდან გამომდინარე, მიმყოლმა მოთამაშეებმა უნდა შეარჩიონ სწორი ტექნიკა(ები), ბურთიანი მოთამაშის ფეხზე და მიწაზე დასახმარებლად ან დაცვითი საფრთხის გაყვანისას. ამის მაგალითებია:

  • ჩაბმა და მიწოლა
  • სამიზნედ უნდა შეირჩეს ბურთიანი მოთამაშის სხეული, როდესაც ბურთიანი მოთამაშე მიწაზეა და ბურთის პრეზენტაციას აკეთებს, ძლიერი და სტაბილური დაცვის შექმენის მიზნით
  • სივრცის მოგების ტექნიკური ილეთები:
    • მხრის ბრძოლა (წინიდან)
    • მივაწვეთ და არა ჩავხტეთ (პირდაპირ ან ხაზზე გასწორება)
    • დესტაბილიზაცია (ორთაბრძოლიდან მცველის გამოთიშვა ბერკეტის გამოყენებით)
    • კუთხიდან შესვლა (გასწორება/ლათინური L ის ფორმით ტორსის ქვემოდან შესვლა)
    • კუთხიდან შესვლა (გასწორება/ლათინური L ის ფორმით შესვლა, თავით ტორსის ქვემოთ შიგნით და წინ, ჩაჭიდება ბარძაყზე და ფეხზე)
    • გაქაჩვა
    • ხელით სარმა/გამოდება

5. კონტაქტის პირობები

ბრეიქდაუნის გვირაბში შესვლისას, მიმყოლმა მოთამაშეები საჭიროების შემთხვევაში უნდა ეცადონ მოწინააღმდეგეს მცველებთან სიმაღლის ბრძოლაში გამარჯვებას მომდევნო ტექნიკების გამოყენებით:

  • მოქმედებისას სამიზნეზე მზერის გაჩერება
  • სიმაღლის შემიცირება (მენჯის დაძირვა)
  • სწორ ხაზზე დარჩენა
  • წესების დაცვით და ეფექტური საწყისი კონტაქტის მხრით შესრულება
  • ხელების მოხვევის და ჩაჭიდების გამოყენება
  • რკინის მოჭიდების გამოყენება
  • დინამიური ფეხებით მიწოლის გამოყენება.

მიმყოლ მოთამაშეებს უნდა შეეძლოთ სხეულის მოვანილობის თავიდან შეცვლა, რაც დამოკიდებულია მათი ბრეიქდაუნში შესვლის სიზუსტიდან, შერჩეული ტექნიკიდან და მცველების ქმედებაზე საპასუხო გადაწყვეტილებიდან.

თუ მიმყოლი მოთამაშე გაიმარჯვებს რბოლაში (და შეუძლია ბურთიანი მოთამაშის მიწაზე დახმარება) მათ აუცილებლად უნდა მიიღონ დაბალი, დინამიური, ძლიერი და სტაბილური პოზიცია, თვალებით მუდმივად უნდა მუშაობდნენ საფრთხის აღმოჩენის მიზნით, ხელებით კი უნდა ჩაეჭიდონ ბურთიან მოთამაშეს, და დარჩნენ ფეხზე. ეს მინიმუმამდე დაიყვანს დაცვისათვის კონტრ რაქის შესაძლებლობას.

6. ერთმანეთთან ჩაბმული მუშაობა

იმ შემთხვევაში თუ პირველი მიმყოლი მოთამაშე გაიმარჯვებს რბოლაში და ჩაეჭიდება ბურთიან მოთამაშეს, რომელიც მიწაზეა და ახდენს ბურთის პრეზენტაციას, ქვემოთ ჩამოთვლილია ტექნიკური ილეთები, რომელთა გამოყენების ვალდებულება აკისრია მეორე მიმყოლ მოთამაშეს, რომ გვირაბში სრულად ჩაკეტოს შეტევითი ბრეიქდაუნის წყობა. ამ ტექნიკური ილეთები გაუმჯობესება შესაძლებელია ინდივიდუალური მოთამაშის შუატანის სტაბილურობის გამოსწორებით:

  • მხრით შესვლა პირველი დამხმარე მოთამაშის უკნიდან (სამიზნე ზედა უკანა ბარძაყის კუნთი/ დუნდულა)
  • პირველი მიმყოლი მოთამაშის დასტაბილურება ხელების მოხვევით ფეხის ზედა ნაწილზე ან მენჯების გარშემო და მჭიდრო დაკავშირების შექმნის მიზნით მასზე ჩაჭიდება
  • თვალები გახელილი, მზერა ზემოთ, საფრთხეების აღქმა (კონრ-რაქი/დესტაბილიზაცია ა.შ.)
  • ფეხის განთავსების აღქმა (რამდენადაც მათი უკანა ფეხზე შესაძლოა თამაშგარის ხაზი გადიოდეს)
  • პირველ მიმყოლ მოთამაშესთან მჭიდრო კავშირში მუშაობა, რომ შეტევითი ბრეიქდაუნის ფორმირებაში შენარჩუნდეს სიმძლავრე

7. ქმედებაში დაბრუნება

როგორც კი ბურთი დატოვებს ბრეიქდაუნს, მიმყოლი მოთამაშე(ეები) შეძლებისთანავე უნდა ჩაერთოს თამაშის მომდევნო ფაზაში. მიმყოლი მოთამაშეები შესაძლოა დაეხმარონ ბურთიან მოთამაშეს თამაშში უფრო სწრაფად ჩართვაში, მათი წამოყენების მეშვეობით.