პირველი მიმყოლი მოთამაშე

პირველი მიმყოლი მოთამაშე

პირველ მიმყოლს მოთამაშეს, მოცემულობიდან გამომდინარე, რამოდენიმე გადაწყვეტილება აქვს მისაღები. მისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ბურთიანი მოთამაშის იზოლირების და ბურთის ფლობის დაკარგვის საფრთხის თავიდან არიდების უზრუნველყოფა. მოთამაშეები შესაძლოა ჩაებან შეტევით ბრეიქდაუნში ინდივიდუალურად ან ერთდროულად.

მათი არჩევანი შეადგენს:

  1. ჩაებას ბურთიან მოთამაშეს წინსვლის ინერციის გასაზრდელად და დაეხმაროს ბურთიან მოთამაშეს მიწაზე ჩასვლის პროცესში
  2. ჩაებას ბურთიან მოთამაშეს წინსვლის ინერციის გასაზრდელად და გადაცურდეს ბურთიან მოთამაშეზე, მცველი მოთამაშის გასაყვანად.
  3. მიიღოს ამოგდებული ბურთი ბურთიანი მოთამაშისაგან, რომელიც მიწაზეა
  4. აიღოს ბურთი მიწიდან ბურთიანი მოთამაშის პრეზენტაციის შემდეგ და გადაწყვიტოს, ან გადააწოდოს, ან თვითონ წაიღოს წინ ბურთი
  5. მცველების მოსვლამდე მოიგოს სივრცე ბურთის ზემოდან
  6. გაწმინდოს დაცვითი საფრთხე თუ საკუთარი მიყოლა აგვიანებს.

ბრექიდაუნის თანმდევი პასუხისმგებლობები

  • ჩაებას ბურთიან მოთამაშეს, გააკეთოს ეს უსაფრთხოდ და წესების დაცვით. მათ უნდა იბრძოლონ კონრტოლში და ფეხზე დასარჩენად. უნდა შეინარჩუნონ დაბალი, დინამიური მისაწოლი პოზიცია.
  • თუ პასის მიღება, ან ბურთს მიწიდან აღება არ არის შესაძლებელი, მაშინ მოთამაშეებმა უნდა მოიგონ სივრცე ან გაწმინდონ დაცვითი საფრთხე.
  • სივრცის მოსაგებად მიმყოლმა მოთამაშემ უნდა:
    • შევიდეს შეტევითი ბრეიქდაუნის გვირაბში წარმოსახვითი სიმძლავრის ხაზის გავლით, და ეს კონტაქტური ქმედება აუცილებლად წესების დაცვით და „ხაზის გასწორებით“ მოახდინოს

    • დაწიოს შესვლის (სხეულის) სიმაღლე და სიმძლავრის ხაზზე დარჩეს - შეინარჩუნოს ტანის დაბალი პოზიცია და კონტროლი
    • ჩაებას ბურთიან მოთამაშეს საკუთარი სხეულის წონის მართვასთან ერთად, გასწორდეს ხაზზე, მზერით პირდაპირ, პოტენციური საფრთხეების (მაგ. კონტრ-რაქი) აღმოჩენის მიზნით მოახდინოს მოწინააღმდეგეების სკანირება. მათ არ უნდა აჩვენონ სუსტი სხეულის პოზიცია/კუთხე, რამდენადაც ეს კონტრ-რაქის ან შეტევის სისწრაფის შენელების შესაძლებლობას მისცემს მოწინააღმდეგეს.
    • იმუშაონ გამოსასვლელად და შემდეგი ფაზისათვის მოსამზადებლად
  • მიმყოლი მოთამაშე, დაცვითი საფრთხის გასაწმენდათ უნდა:
    • შევიდეს შეტევითი ბრეიქდაუნის გვირაბში წარმოსახვითი სიმძლავრის ხაზის გავლით; და ეს კონტაქტური ქმედება აუცილებლად წესების დაცვით და „ხაზის გასწორებით“ მოახდინოს (იხ. ზემოთ)
    • დაწიოს შესვლის (სხეულის) სიმაღლე და სიმძლავრის ხაზზე დარჩეს - შეინარჩუნოს ტანის დაბალი პოზიცია და კონტროლი
    • კონტაქტში შევიდეს დაცვით საფრთხესთან და გაწმინდოს წესების დაცვით (მაგ. მხრის ბრძოლა, მიწოლა ქვედა კუთხიდან ზევით, კუთხიდან წმენდა, დესტაბილიზაციის ტექნიკები, გადაწყვეტილების მიღება თავი მღლეტავის ქვეშ ან ზემოდან, ხელმისაწვდომი სივრციდან გამომდინარე)
    • იმუშაონ გამოსასვლელად და შემდეგი ფაზისათვის მოსამზადებლად