აღჭურვილობა, გარემო და საგანგებო ღონისძიებები გეგმა

სანამ რაგბის ვითამაშებდეთ, მანამდე საჭიროა გარკვეული შემოწმებების ჩატარება რათა დავრწმუნდეთ რომ აღჭურვილობა და გარემო მზადაა რაგბის სათამაშოდ. ასევე მნიშვნელოვანია საგანგებო ღონისძიებების გეგმის შექმნა, რადგანაც რაიმე ინციდენტის შემთხვევაში უზრუნველვყოთ ამ ინციდენტში ჩართული პირების მიერ თავიანთი როლებისა და მოვალეობების ცოდნა, რათა ინციდენტს თავი ეფექტურად გავართვათ.

მოთამაშის პირადი აღჭურვილობა

შესაფერისი აღჭურვილობის გამოიყენებით მოთამაშეები, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს დაეხმარებიან, საკუთარი თავისა და სხვების მიმართ პოტენციურად ტრავმების პრევენციასაც მოახდენენ.

კბილების დამცავი (კაპი)

კაპი თამაშებისა და ვარჯიშების დროს მკაცრადაა რეკომენდებული, რომ ყველა მოთამაშემ ატაროს ინდივიდუალურად მორგებული კაპი. კარგი კაპი იცავს კბილებს და მათ გარშემო არსებულ რბილი ქსოვილს. მას ასევე შეუძლია ყბის მოტეხილობის პრევენცია. მას შემდეგ რაც 1997 წ. ახალ ზელანდიაში კაპი სავალდებულო გახდა რაგბისთან დაკავშირებული დაზიანებული კბილების პრობლემები 47%-ით შემცირდა. ყველაზე კარგად კბილებს დენტალური ყალიბისგან შექმნილი კაპი იცავს.

ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი კბილების დამცავის შერჩევისას; მორგება იმგვარად, რომ ის ადვილად ნარჩუნდება და ანაწილებს ძალას სწორად, ასევე მისი ენერგიის შთანთქმის შესაძლებლობა (მასალა და სისქე).

ფეხსაცმელი

მოთამაშეების ფეხსაცმელი კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს და ქაცვები სათამაშო ზედაპირს შეესაბამებოდეს. ისინი მსოფლიო რაგბის სპეციფიურ მოთხოვნებს უნდა ექვემდებარებოდეს. (წესი 12.), ანუ 21 მმ–ზე გრძელი არ უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეთ არანაირი წვეტები და ნალესი ზედაპირი.

ჩაფხუტი და თავის დამცავები

კარგად მორგებული თავსაბურავს თავის და ყურების რბილი ქსოვილების დაზიანებიგან დაცვა შეუძლია. არ არსებობს მტკიცებულება რომ თავსაბურავი ტვინის შერყევებისგან იცავს. თავსაბურავი მსოფლიო რაგბის სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

თავის დამცავები ყველა მოთამაშეებისთვის არაა რეკომენდებული, რადგანაც არსებობს მტკიცებულებები, რომ ისინი რისკიან ქცევებს ახალისებენ. თავის ტრავმების აღმოფხვრისთვის უფრო მნიშვნელოვანია მოთამაშეთა მიერ ბოჭვის და კონტაქტის ფაზებში კარგი ტექნიკის უზრუნველყოფა.

რბილობიანი აღჭურვილობა

კვლევები გვაჩვენებს, რომ რბილობიან აღჭურვილობას შეუძლია ისეთი სახის ტრავმების შემცირება, როგორიცაა სისხლჩაქცევა, ჭრილობა და ნაკაწრი/გადახეხვა. ის არ იცავს მნიშვნელოვანი ტრავმებისაგან. ამიტომ ისინი არ გამოიყენება, როგორც დამცავი ტრავმირებულმა მოთააშეებმა, ვიდრე ისინი ტრავმისაგან სრულად არ გამოჯანმრთელდებიან. ნებისმიერ თამაშში დამცავები უნდა ექვემდებარებოდეს დადგენილ წესებს და ისინი მსოფლიოს რაგბის მოთხოვნების შესაბამისი უნდა იყოს. მსოფლიო რაგბის მიერ ნებადართულ სამოსს შესაბამისი ლოგო ექნება, რომელიც ქვემოთაა ნაჩვენები.

მსაჯების მიერ თამაშის წინ უსაფრთხოების შემოწმება  გამოავლენს პოტენციურ სახიფათო ნივთებს. მაგ. ბეჭედს ან სამოსის ელემენტებს, რომლებიც არ არის მსოფლიო რაგბის სპეციფიკაციის შესაბამისი.

ამ საკითხებზე უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მსოფლიო რაგბის წესი 12