შეჯამება

ყველა, ვინც ჩართულია რაგბის ორგანიზებასა და თამაშში, ატარებს მოთამაშეებზე ზრუნვის პასუხიხსმგებლობას. რაგბისადმი მზაობის პროგრამა გამიზნულია კარგი პრაქტიკის ცნობადობის ამაღლებისათვის და სარაგბო საზოგადოების კონტაქტური სპორტის თანმდევი რისკების მართვაში შესაბამისი უსაფრთხოების ზომების შემოტანით დახმარებისათვის.

ახლა თქვენ რაგბისათვის მზად ხართ, დარჩით მზად

სრულად სარაგბო საზოგადოება ატარებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას, რომ თამაშს თამაშობდნენ სამართლიანი თამაშის პრინციპის გათვალისწინებით. რაგბი გამორჩეულად ინტენსიურად ფიზიკური სპორტია, ასე რომ მოთამაშეები უწყვეტად უნდა განათლდნენ დისციპლინის მნიშვნელობის კუთხით. ეს გულისხმობს, რომ ბინძური თამაში, ავაზაკობა ან მსაჯის შეურაცყოფა არ უნდა დაიშვას. ამ შესანიშნავი თამაშის ყველა მეურვეს მოეთხოვება სამართლიანი თამაშის გავრცელება.

  • პატივი ეცით თქვენს თავს, მოწინააღმდეგეს, მატჩის ოფიციალურ პირებს და თამაშის წესებს
  • გაიმარჯვეთ ღირსეულად, დამარცხდით კეთილშობილურად
  • ეცადეთ სიმშვიდის შენარჩუნება
  • მსაჯი მართავს თამაშს; აჩვენეთ მას თქვენი მხარდაჭერა სამართლიანად თამაშით და მისი გადაწყვეტილებების პატივისცემით


სანამ თამაშს დაიწყებენ, გადაარჩიეთ და პროფილი შეუქმენით თქვენს მოთამაშეებს
დარწმუნდით, რომ აღჭურვილობა და გარემო მაქსიმალურად უსაფრთხოა და შეიმუშავეთ საგანგებო ვითარების გეგმა
შესაბამისად მოამზადეთ მოთამაშეები - ფიზ. მომზადების, ცხოვრების სტილის, მოთელვის და სხეულის მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნების კუთხეებით
ასწავლეთ და გამოიყენეთ შესაბამისი ტექნიკები: სტაბილურობა, ტანის პოზა, ბოჭვა, შერკინება, დერეფანი, რაქი და მოლი
ბინძური თამაში არ უნდა დაიშვას
იცოდეთ, როგორ გაუმკვლავდეთ ნებისმიერ ტრავმას და დარწმუნდით, რომ მოთამაშეები სრულყოფილად გადიან რეაბილიტაციის პროცესს