2. მზადება

განმარტება. ბოჭვის პროცესის მეორე ფაზა, დევნიდან ბოჭვისათვის მზადებაში გადასვლის უნარი მოიცავს ტანის სწორი პოზიციების, კონტაქტთან შესაბამისი ფეხის, სამიზნის დონის და ბოჭვის ტიპის შერჩევას. ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის სწორი შესრულების შემთხვევაში, მბოჭავი შეძლებს ბოჭვისას დომინირებას.

დროის მონაკვეთი, რომელიც მბოჭავს ეძლევა კონტაქტის წერტილთან მისასვლელად, საკმაოდ ცვალებადია, თუმცა მბოჭავს უნდა შეეძლოს ტანის სწორი პოზიციის მიღება კონტაქტის წერტილთან მისვლისთანავე. მბოჭავმა უნდა გააანალიზოს ბურთიანისგან წამოსული რამდენიმე ვიზუალური ნიშანი, და აქედან გამომდინარე აარჩიოს ბოჭვის ტიპი და სამიზნის დონე.



ქვემოთ მოცემული ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები მოიცავენ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ მზადების ფაზისათვის აუცილებელი უნარები. სასურველია მწვრთნელებმა გაითვალისწინონ ისინი საკუთარ საწვრთნელ პროგრამაში, დევნაზე ვარჯიშისას.

1. სამიზნეში დაფიქსირება.

ყველა მბოჭავი უნდა ეცადოს ბურთიანის სირბილის ხაზზე გასწორებას, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც კუთხით უახლოვდება ბურთიანს. მბოჭავის მიზანი უნდა იყოს რომ ყველა შემთხვევაში ეცადოს ბურთიანს წინ დაუხვდეს და მისი(ბურთიანის) წინა მხარე შებოჭოს. კუთხიდან დევნისას, ძლიერი მბოჭავების საბაზო უნარია ბურთიანის ტანის წინა ნაწილზე მხრით შესვლა და ამავდროულად მენჯების კიდის ხაზის პარალელურ მდგომარეობაში მოთავსება. ეს საშუალებას აძლევს მბოჭავს რომ მაქსიმალური უკუგება წარმოქმნას, რაც ზღუდავს ბურთიანის წინსვლის ინერციას და ქმნის დომინანტ ბოჭვას.

2. მოხრა (დარჩით დიდი და მოხრის დრო)

მბოჭავის მოხრა და ფეხის მუშაობა ბოჭვის დასაწყებად უნდა იყოს დროში სწორად მორგებული მაქსიმალური ძალისა და სიზუსტისთვის. ბევრი მოთამაშე ბოჭვის წინ ადრე იხრება, რაც ნიშნავს რომ ბურთიანს ეძლევა სისწრაფის მომატების ხარჯზე მბოჭავთან დაშორების ან მბოჭავის სხეულის ენის გაშიფვრის, განზრახვის გამოცნობისა და შესაბამისად არიდების საშუალება. მბოჭავის უნარს, მზადყოფნაში მოიყვანოს ყველა საჭირო კუნთი და დროულად მოიხაროს ბურთიანთან მიახლოებისას, მივყავართ ბევრად უფრო ეფექტურ ბოჭვამდე.

3. დომინანტი კონტაქტის კუთხე (მენჯები, ხერხემალი, თავი, თვალები).

მოთამაშეები კონტაქტისას ეფექტურები და თავდაჯერებულები რომ იყვნენ, მათ სხეულის ძლიერი პოზიცია უნდა შეინარჩუნონ. ბურთიანთან კონტაქტისას სიმძლავრე რომ არ დაიკარგოს, მბოჭავმა შეძლებისდაგვარად უნდა გაასწოროს წელი(იხ. დიაგრამა) და იქონიოს სტაბილური შუატანი. მოთამაშეებს ტანის სწორხაზოვანი პოზა უნდა ქონდეთ, რაც გულისხმობს მენჯების, ხერხემლის და თავის (თავი მაღლა, ნიკაპი მკერდიდან მოშორებით) ერთ ხაზზე ყოფნას, ამასთანავე მთელი ამ ქმედების განმავლობაში მბოჭავის მზერა არ უნდა მოცილდეს სამიზნეს. თუ მბოჭავის ზურგი მომრგვალებულია, ზედმეტად გაშლილია ან ტანის სწორხაზოვანი პოზაა დარღვეული (მაგ. მხრები მიტრიალებული), ეს კონტაქტში ბურთიანის შანსებს ზრდის, რაც მიზეზშედეგობრივად გაართულებს მბოჭავის მიერ წარმოქმნილი ძალის მაქსიმალურად გადაცემას, ამას კი თავის მხრივ გავლენა ექნება ბოჭვის ხარისხზე.

4. საყრდენი და ფეხის განთავსება.

ისევე როგორც დევნისას (დევნის ოსტატობის ინდიკატორი), წონასწორობის მისაღწევად და კონტაქტამდე სხეულის მიმართულების საორიენტაციოდ მბოჭავს სჭირდება ფეხების ზუსტი მუშაობა. მბოჭავისთვის უმნიშვნელოვანესია განაგრძოს მოძრაობა და არ „ჩადგას“ ფეხი ადრე ან ზედმეტად არ გაშალოს ნაბიჯი, რამდენადაც ეს მისცემს ბურთიანს არიდებისათვის საჭირო დროს. გამოიყენება ოთხი ძირითადი მოძრაობის თანმიმდევრობა:

ა. ფეხის „ჩადგმა“ (ერთი მხრის ფეხი და მხარი)

როდესაც მბოჭავი, უშუალოდ კონტაქტის წინ, შედარებთ დიდ სივრცეში დაასტაბილურებს ნაბიჯის სიხშირესა და სიგრძეს, ის ეცდება, „ჩადგას“ წამყვანი ფეხი და მიყვეს ამ ფეხს იმავე მხრით. ამას წამყვანი ფეხის ტექნიკა ქვია. ამ დროს მოთამაშეები ამცირებენ ნაბიჯის სიგრძეს და ამავდროულად ათავსებენ წამყვან ფეხს “რგოლში“ (დაახლ. ნახევარი მეტრის რადიუსის წარმოსახვითი წრე ბურთიანის ფეხების გარშემო). ეს საშუალებას აძლევს მბოჭავს რეაქცია მოახდინოს ბურთიანის მიმართულების ცვლაზე. ეს ტექნიკა გულისხმობს ერთი ფეხიდან ბოჭვაში შესვლას, რასაც დაუყოვნებლივ მოსდევს მძლავრი ბიძგი მეორე ფეხით.

ბ. „პედალირება“ სიმძლავრისთვის (ერთი მხრის ფეხი და მხარი)

როდესაც მბოჭავი, უშუალოდ კონტაქტის წინ, შედარებთ დიდ სივრცეში დაასტაბილურებს ნაბიჯის სიხშირესა და სიგრძეს, შემდეგი არჩევანი შეიძლება იყოს „პედალირება“ („პედალირების“ ტექნიკა გულისხმობს მოკლე, ხშირ და დაბალ ნაბიჯებს, ფეხების თანაბარ და პირდაპირ მუშაობას, ბურთიანის მიმართულების ცვლის ვარიანტების შესაზღუდად), რომ სტაბილური საყრდენისათვის, ფეხის „ჩადგმამდე“ მყარი პოზიციის მოსაპოვებლად, რომლის მიზანიც წამყვანი ფეხის „ჩადგმა“, იმავე მხრით კონტაქტი და მეორე ფეხით მძლავრი ბიძგია. ამას წამყვანი ფეხის ტექნიკა ეწოდება, სადაც მოთამაშე ამცირებს ნაბიჯის სიგრძეს, „პედალირების“ გზით და ამასთანავე ათავსებს წამყვან ფეხს „რგოლში“. ეს აძლევს ბურთიანს საშუალებას, ბურთიანის ნებისმიერ მიმართულების ცვლაზე ქონდეს რეაქცია. ეს ტექნიკა გულისხმობს ერთი ფეხიდან შესვლას ბოჭვაში და მას დაუყოვნებლივ თან სდევს მძლავრი ბიძგი მეორე ფეხით.

გ. მძლავრი ბიძგი „გამჭოლი“ ბოჭვისათვის (ერთი მხრის ფეხი და მხარი)

იმ შემთხვევაში, როდესაც ბურთიანს არ აქვს არიდებითი მანევრის შესრულების საშუალება (მაგ. ბურთიანი გარბის კიდის ხაზის გასწვრივ), მბოჭავს შესაძლოა არ დაჭირდეს ნაბიჯის სიხშირის და სიგრძის შემცირება, რადგან არ არსებობს მბოჭავისგან სისწრაფის დაგდებისა და შესაძლო მიმართულების ცვლისთვის მომზადების საჭიროება, რამდენადაც მათი მიახლოების კუთხე გამორიცხავს ბურთიანის მიერ მიმართულების ნებისმიერ ცვლას. ამ სიტუაციაში მბოჭავმა შესაძლოა აირჩიოს ბურთიანთან კონტაქტში შესვლა „გამჭოლი“ ბოჭვის დასრულებამდე. მბოჭავი უნდა მოიხაროს და გააკეთოს ეფექტური, მძლავრი ბიძგი საყრდენი ფეხიდან. ეს არის ბოლო ეტაპი შეჯახებამდე, რაც გარდაუვალს ხდის მბოჭავის კონტაქტს ბურთიანთან.

დ) პედალირება ცალი ფეხიდან/ორი ფეხიდან შესვლამდე

პატარა სივრცეებში, კონტაქტისათვის მზადებისას, მოთამაშეებს შესაძლოა დაჭირდეთ მათი საყრდენისა და ფეხების პოზიციის შეცვლა. შედეგად ბიძგი შეიძლება ერთი ან ორივე ფეხიდან განხორციელდეს. მათ ფეხების მუშაობის საჭირო სიხშირეს შესაძლოა პედალირების ტექნიკის გამოყენებით მიაღწიონ. ეფექტური კონტაქტის უზრუნველსაყოფად მბოჭავმა უნდა შეარჩიოს სწორი კუთხე, მიახლოვების სიმაღლე და სისწრაფე.

5. მხრები მენჯებს წინ (წონა ტერფებზე, არასოდეს ჩაჯდეთ).

მძლავრი ბოჭვის პოზის მისაღწევად, მბოჭავმა საკუთარი წონა წინ უნდა გადაიტანოს ე.წ. „გადატენილ“ პოზიციაში, რაც გულისხმობს მხრებს მენჯებზე ზემოთ, მენჯებს მუხლებს ზემოთ, და მუხლების ტერფების არ გადაცდენას. არ დაგავიწყდეთ წონის ტერფებზე გადატანა. ძალიან ხშირად, საყრდენის გასწორებისას, შენელების ფაზაში მბოჭავებში არსებობს წონის უკან გადატანის და მენჯებში ჩაჯდომის ან ქუსლებზე გაჩერების ტენდეცია. საყრდენის გასწორებისას მბოჭავის წონა წინ უნდა იქნას გადატანილი. ამ დროს მბოჭავმა ზომიერება უნდა დაიცვას და ზედმეტად არ უნდა გადაიხაროს წინ, რაც მის წონასწორობის დაკარგვას და მის წინ გადავარდნას გამოიწვევს. მწვრთნელის მთავარი მითითება უნდა იყოს: დარჩით „გადატენილი“.

6. „კლანჭები“ ზემოთ, იდაყვები ახლოს (მაჯები იდაყვებს ზემოთ).

პროცესის ეს ეტაპი დგება ზუსტად მბოჭავის მიერ ბურთიანთან ორთაბრძოლაში ჩართვის წინ, და კლასიფიცირდება როგორც „მძლავრი დგომი“. როდესაც მბოჭავი სადაცაა ჩაერთვება ორთაბრძოლაში ბურთიანთან, ის უნდა მოემზადოს მოცემული თანმიმდევრობით:

  • იდაყვები გვერდებთან ახლოს, ან ტანის წინ
  • მაჯები იდაყვებს ზემოთ
  • ხელები ზემოთ „მოკრივის დგომი“ მაგრამ გახსნილი „კლანჭით“, ჩასაჭიდათ მზად

მბოჭავები უნდა იყვნენ რაც შეიძლება მოჭიმული და მძლავრები, შესაბამისად „კლანჭები ზემოთ, იდაყვები შიგნით“, რამდენადაც ეს აძლევს მათ საშუალებას, სწრაფად წინ გაყარონ ხელები და მძლავრად უბიძგონ ბურთიანის სხეულს.

7. ფეხი „რგოლში“

ეს არის ფინალური ფაზა ბურთიანთან ფიზიკურ კონტაქტამდე. მბოჭავმა უნდა ჩადგას ფეხი საკმარისად ახლოს ბურთიანთან ისე, რომ სხეულის ზედმეტად გამართვის გარეშე საკმარისი ძალა წარმოიქმნას. იმ შემთხვევაში თუ მბოჭავი ფეხს მოათავსებს ზედმეტად შორს ბურთიანისაგან, ეს გამოიწვევს მბოჭავის საყრდენსა და მოედანს შორის მოჭიდების დასუსტებას და შეამცირებს ფეხების მუშაობის ხარჯზე მიღებულ სიმძლავრეს. ტერმინი „რგოლი“ ხაზს უსვამს წარმოსახვით ტანვარჯიშის რგოლს ბურთიანის ფეხების გარშემო, რომელიც მუშაობს როგორც სამიზნე მბოჭავის პირველადი მძლავრი ბიძგისათვის, რომელსაც დაუყოვნებლივ მოსდევს მეორადი მძლავრი ბიძგი, ინერციის შენარჩუნებით.

მბოჭავმა მომზადების ფაზისათვის მანძილი ბურთიანთან სწორად უნდა შეარჩიოს.