4. დაფინანსება

ფინანსების მოძიება და მართვა ნებისმიერი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ეფექტურობის შესანარჩუნებლად, რაგბის ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს კარგი ცოდნა და გამოცდილება შემდეგ სფეროებში:

  • კომერციული და მარკეტინგი: სპონსორობა, ბიზნესის განვითარება, მარკეტინგი, კომერციული კომუნიკაცია
  • ფინანსები: გადახდების და დებიტორული დავალიანებების შესრულება, ფულადი სახსრების მართვა ბანკში, დაგეგმვა და ბიუჯეტის მართვა, ხაზინა და აღრიცხვა, ფულადი სახსრების მოძრაობა, სუბსიდიების და ფინანსური დახმარების გატარება, ფინანსური აუდიტი.

შემოსავლის წყაროები

სარაგბო ორგანიზაციების შემოსავალი შეიძლება იყოს სხვადასხვა სფეროდან. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი იძლევა შემოსავლის ნაკადების რამდენიმე პოტენციურ მაგალითს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს რაგბის ორგანიზაციას:

დონაცია

შენატანი, ჩვეულებრივ ფულადი, რომელიც გაიცემა ორგანიზაციის სასარგებლოდ. პოტენციურად კონკრეტული მიზნისთვის.

მონაწილეობის ან პროდუქტის საფასური

ორგანიზაციისათის მონაწილეობის მიღებსაღებად გადახდილი თანხა (მაგ. ტურნირში), კონკრეტული პროდუქტისთვის (მაგ. მაისურის შეძენა), მოთამაშეების მატჩის საფასური ან კლუბის წლიური გამოწერა.

საწევრო გადასახადი

ორგანიზაციის წევრებისა და თანამოაზრეების მიერ გადახდილი ფული, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციის მართვის მიმდინარე ხარჯებს. ჩვეულებრივ მიიღება ყოველწლიურად ან ყოველთვიურად.

სპონსორობა

ფინანსური მხარდაჭერა მიღებული გარე სარეკლამო ორგანიზაციებისგან, როგორც წესი, სარეკლამო დაბრუნების სანაცვლოდ. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ადგილობრივი კომპანია, რომელიც იხდის თანხას გუნდის მაისურებზე თავისი ლოგოს განთავსებისათვის.

თანამშრომლობა

როდესაც გარე ორგანიზაციამ შეიძლება უზრუნველყოს სერვისი ან პროდუქტი სარგებლის სანაცვლოდ (მაგ. წყლის მიწოდება ტურნირზე რეკლამის და პროფილის სანაცვლოდ).

ხარჯი

ხარჯები შეიძლება იყოს ბევრი და მრავალფეროვანი. ქვემოთ ცხრილში მოცემულია ხარჯების რამდენიმე მაგალითი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს რაგბის ორგანიზაციას:

პერსონალის ხარჯები

ხელფასები, ანაზღაურება, კომპენსაცია

მოგზაურობა

ტრანსპორტირება, განთავსება და კვება

პერსონალის ტრეინინგი

კურსები ან სემინარი პერსონალის, მოხალისეების ან მატჩის მონაწილეების უნარების გაუმჯობესებისათვის

მასალა

საკანცელარიო ნივთები

აღჭურვილობა

აღჭურვილობის შეძენა ან ქირაობა

ინფრასტრუქტურა

მოედანი/ოფისის ქირაობა

დაწინაურება

რეკლამის ხარჯები