სხვების მართვა/ხელმძღვანელობა
სხვების მართვა რაგბის ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გადამწყვეტი, მაგრამ რთული ნაწილია. ლიდერებს ბევრი როლი აქვთ. მათ უნდა განავითარონ გუნდური სული და შექმნან ეფექტური გუნდები. მათ უნდა შეეძლოთ სხვებზე ავტორირეტის/გავლენის დელეგირება, რათა დაამყარონ და შენარჩუნონ ურთიერთობები და კონფლიქტების მოაგვარონ. ისინი პასუხისმგებელნი არიან პოზიტიური სამუშაო კულტურისა და გარემოს შექმნაზე და სხვების განვითარებაზე, რათა მათ წარმატებას მიაღწიონ.
დელეგირება არის პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების მინიჭება სხვისთვის მკაფიოდ განსაზღვრული და შეთანხმებული დავალების შესასრულებლად. ის, ინდივიდისა და დავალების მიხედვით, მოითხოვს მეთვალყურეობის განსხვავებულ დონეს. დელეგაცია შეიძლება იყოს ხიდი მენეჯმენტსა და ოპერაციებს შორის
ლიდერის პერსპექტივიდან, ქვემოთ მოცემულია ეფექტური დელეგარების ზოგიერთი საერთო ბარიერი, რომლებიც ჩამოყალიბებულია რამდენიმე პუნქტში:
- არასაკმარისი დრო
- კონტროლის დაკარგვა
- პატივისცემის დაკარგვა
- ფიქრობ, რომ უკეთესად შეგიძლია გააკეთო
- სამუშაოს თავად კეთება
- სხვების მიმართ ნდობის დაკარგვა.
გუნდის პერსპექტივიდან ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საერთო ბარიერი ეფექტური დელეგარებისთვის, რომლებიც ასახულია რამდენიმე პუნქტში:
- არასაკმარისი დრო
- არასაკმარისი გამოცდილება
- რესურსების ნაკლებობა
- წარუმატებლობის შიში
- პასუხისმგებლობის ნაკლებობა
- იერარქიული უპატივცემულობა
- დადანაშაულების შიში
- სხვების რეაქცია.
ლიდერის პერსპექტივიდან, ქვემოთ მოცემულია ეფექტური დელეგირების უპირატესობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია რამდენიმე პუნქტებში:
- დროის დაზოგვა
- ღირებულებების ზრდა
- გუნდის მოტივაციის გაზრდა
გუნდის პერსპექტივიდან, ქვემოთ მოცემულია ეფექტური დელეგირების უპირატესობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია რამდენიმე პუნქტებში:
- განვითარების შესაძლებლობა
- თვითშეფასების ამაღლება
- ღირებულების ხელახალი შეფასება
- გაზრდილი ეფექტურობა
- გაზრდილი მოქნილობა
- გუნდური მუშაობის შესაძლებლობების ზრდა
- მეტად დაბალანსებული სამუშაო დატვირთვა
- გუნდში გაზრდილი კომუნიკაცია
- კარგი თვითშეგრძნება.
დელეგაციის პროცესის შემდეგი ეტაპები ადაპტირებულია არაერთი თავისუფლად ხელმისაწვდომი ონლაინ წყაროდან:
სტადია/ფაზა/ეტაპი |
ლიდერი |
დელეგირება |
დაგეგმვა დელეგირებისამოცანის |
დაგეგმვა - განსაზღვრეთ მოსალოდნელი შედეგი, სამუშაო და ვადები და შესთავაზეთ მეთოდი ორგანიზება - შეაგროვეთ საჭირო რესურსები სტაფი - ამოარჩიე და დანიშნე შესაბამისი პიროვნება |
|
დავალების დელეგირების დადგენა და შეთანხმება |
პოტენციური მხარდაჭერისა და ტრენინგის საჭიროებების იდენტიფიცირება გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილი პირის განსაზღვრა დასტურის მიღება პასუხისმგებლობა/ვალდებულება შექმნა |
დავალების შესაძლო დასასრული წარმოდგენა კომუნიკაციის საჭიროება დასრულების მეთოდის შეთავაზება საქმეზე დათანხმება ან უარის თქმა |
დელეგირების პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი |
მიმართულების მიცემა, მხარდაჭერა და მოტივირება კონტროლი, შუალედური შედეგების გაზომვა საჭიროების შემთხვევაში დაარეგულირება |
დავალების შესრულება პროგრესის გადამოწმება პროგრესის შეტყობინება/მოხსენება კორექტირების შეთავაზება |
დელეგირებული დავალების შედეგის შეფასება და კომუნიკაცია |
საბოლოო შედეგის მიზნებთან შედარება კარგი პრაქტიკის სფეროების იდენტიფიცირება გასაუმჯობესებლად შესაძლებლობის შემთხვევაში ძალისხმევის აღიარება და დააჯილდოვება დელეგაციის წარმატების შეფასება |