2 ბურთი
2.1 ბურთი ოვალურია. მისი გარსი 4 ნაწილისგან შედგება.
2.2 ზომები -- სიგრძე და გრძივი | განივი გარშემოწერილობა -- ნაჩვენებია ნახატზე:

2.3 ბურთის წონა 410 - 460 გრამია.
2.4 ბავშვები შეიძლება მომცრო ბურთითაც ათამაშოთ.
2.5 ბურთის გარსი მზადდება ტყავის ან მსგავსი სინთეტიკისგან. ნებადართულია ამ მასალათა ისე დამუშავება, რომ ბურთი არ დასველდეს და იოლად დასაჭერიც გახდეს.
2.6 თამაშის დაწყებისას ბურთში ჰაერის წნევა უნდა იყოს 0.67 - 0.70 კილოგრამი კვადრატულ სანტიმეტრზე.
2.7 თამაშის დროს ნება-დართულია სამარქაფო | სათადარიგო ბურთების გამოყენება.